"ღირსეულ ადამიანს სიკვდილიც კი ვერ დააკლებს ვერაფერს. ის უფრო მეტადაც კი იქნება გახარებული თუკი მას სიკვდილი ისეთ დროს მიაკითხავს, როცა საქმეები კარგად მიდის, რადგან სარგებელის დაგროვება ისეთი ტკბილი არ არის, როგორი მწარეცაა მისი დაკარგვა. სწორედ ეს შინაარსი გამოვიტანე ერთი სპარტელის სიტყვებიდან: როცა ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონის დიაგორ როდოსელის ორმა შვილმა მოიპოვა ჩემპიონობა ერთ დღეს, დიაგორს სპარტელი მიუახლოვდა და შემდეგი სიტყვებით მიულოცა შვილების წარმატება: "მოკვდი დიაგორ, რადგან დაიმსახურე სასუფეველი, იქ კი ცოცხალს არ მიგიშვებენ"