სხვა წრიულქსელიანი ობობები შეყვარებულების კასტრაციაში დაადანაშაულეს 2015, 12 ნოემბერი, 20:47 გერმანელმა და პოლონელმა მკვლევარებმა Larinia jeskovi სახეობის წრიულქსელიანი ობობების სექსუალური ცხოვრება შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა სექსუალური აქტის შემდეგ მამრი ობობები მდედრების გენიტალიებს სერავენ, რათა მათ სხვა მამრებთან შეწყვილება ვეღარ შეძლონ. ბიოლოგებმა კერძოდ შეამჩნიეს, რომ ამ სახეობის მამრი ობობები თავიანთ პედითითებს (ობობებში - კიდურების მეორე წყვილი, სასიარულო კიდურების წინამდებარე) მდედრებისათვის იმ ქიტინის საფარველის მოსაჭრელად იყენებენ, რომელიც "გენიტალიურ ფარს" - სკაპუსს ფარავენ. ამის შემდეგ მდედრი ობობები სამუდამოდ კარგავენ დაწყვილების უნარს. მაგრამ იმის გამო, რომ მათ სპერმის წლობით შენახვა შეუძლიათ, შთამომავლობის მოცემის პროცესი მათთვის დიდხანს გრძელდება. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ამგვარად მამრები თავიანთი გვარის გაგრძელების ასპროცენტიან შანსს ინარჩუნებენ. ეს მოვლენა ფართოთაა გავრცელებული, მაგრამ მეცნიერებისათვის შეუმჩნეველი იყო. მკვლევარებს სურთ კიდევ 80 სახეობის ობობის შესწავლა, რომლებიც წრიულქსელიანის ოჯახში შედიან, რათა საბოლოოდ დაამტკიცონ ანდა უარჰყონ თავიანთი მოსაზრება. 84 14-ს მოსწონს
|