x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როგორ ავიხდინოთ სურვილი წყლით სავსე ჭიქის გამოყენებით - უძველესი საოცარი მეთოდი!

მსოფლიოში უამრავი ტექნიკა არსებობს, რომლებიც ადამიანის ქვეცნობიერის ამოქმედებაზეა მიმართული. თუმცა მათ შორის ყველაზე ძლიერი და ეფექტური მეთოდი, რომელიც სურვილების ასრულებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა, არის ე.წ. "წყლიანი ჭიქის" ტექნიკა.

აღნიშნული მეთოდი ძველი ტიბეტიდან მოდის. მას იყენებენ ძირითადად დაკარგული საგნების მოსაძებნად, სირთულეების წინაშე ყოფნისას, ტკივილის განცდისას, რაიმეს მიღების სურვილისას. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს ტექნიკა ნამდვილად მუშაობს, მთავარია თავად არ შეგეპაროს ეჭვი იმაში, რასაც აკეთებ და ყველაფერი გამოგივა.

როგორ მუშაობს?
image

ეს ძალიან მარტივია. ჯერ ქაღალდზე უნდა დაწეროთ ე.წ. ფორმააზრი, მაგალითად: "მე ბედნიერი ადამიანი ვარ. მე ვიზიდავ წარმატებას, ჯანმრთელობას და პოზიტიურ ენერგიას. ყოველდღიურად უფრო ახალგაზრდად და ლამაზად გამოვიყურები..." ფურცელზე ზემოდად დადგით წყლით სავსე ჭიქა, უმჯობესია თუ წყალი წყაროსი ან ჭის იქნება. შემდეგ ხელისგულები ერთმანეთზე გაუსვით, შემდეგ დააშორეთ და ისევ მიუახლოვეთ ერთმანეთს რამდენჯერმე. ხელისგულებს შორის იგრძნობთ ერთგვარ შეკუმშულ სითბოს, რაღაც უჩინარ საჰაერო ბურთის მსგავსს - ეს არის თქვენი შინაგანი ენერგია.

შემოარტყით ხელისგულები ჭიქის გვერდებთან ისე, რომ არ შეეხოთ მას. გაიმეორეთ ხმამაღლა ქაღალდზე დაწერილი ფრაზა და შეეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად წარმოიდგინოთ ის, რასაც ამბობთ. შემდეგ დალიეთ წყალი. ამ პროცედურის ჩატარება საჭიროა ძილის წინ და გაღვიძებისთანავე. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს!

გაითვალისწინეთ, რომ ქაღალდზე შეიძლება ნებისმიერი ფორმააზრის ჩაწერა, მთავარია არ გამოიყენოთ ნაწილაკი "არ". სურვილი უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და ლოგიკური.


როგორც ამბობენ, წყლიანი ჭიქის მეთოდით დაავადებისგან განკურნებაც შესაძლებელია

და მაინც, რა საჭიროა ფორმააზარის ჩაწერა ქაღალდზე?
image

პასუხი მარტივია. როცა საკუთარ აზრებს ჩაიწერ, ისინი დამატებით ძალას იძენს. ასევე სიტყვებს შეუძლიათ მათში არსებული ინფორმაციით დამუხტონ წყალი. მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ თუ წყლიან ბოთლს გავყინავთ და მივაკრავთ ქაღალს, რომელზეც კეთილი სიტყვებია დაწერილი, მიკროსკოპით დანახვისას ყინულის ლამაზი კრისტალები გამოჩნდება. ხოლო თუ უხეშ სიტყვებს დავწერთ, მახინჯ კრისტალებს დავინახავთ. რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე მეცნიერებას ჯერ-ჯერობით პასუხი არა აქვს.

თქვენი ხელების ენერგეტიკა აძლიერებს თქვენს განზრახვას და მუხტავს წყალს. იმისათვის, რომ იგრძნოთ ხელისგულებს შორის შეკუმშული ენერგია საკმაოდ დიდი ხანი ვარჯიშია საჭირო.

6
25795
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
25795
  
2018, 24 სექტემბერი, 6:13
ვინმეს აგისრულდათ სურვილი?
2017, 15 იანვარი, 21:20
მე გიპასუხებტ.ის წყალი მე დავლიე და ყელი მეჭირებოდა თითქოს ვიღაც მახრჩობდა სუნთქვა შემეკრა რამის გონება წამივიდა მთელი სხეული მეყინებოდა გამათბობელთან 1სთ ვიყავი მაგრამ რაც უფრო სითბოს ვუახლოვდებოდი მით უფრო ვიყინებოდიენა მეყლაპებოდა /მაგრამ მეც არ ვიცი რას ნიშნავს შეიძლება მიპასუხოთ??!!
2017, 15 იანვარი, 21:11
წყალი უნდა დავლიოოო?
2016, 6 დეკემბერი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 12 ნოემბერი, 14:34
ეს უნდა წავიკითხო
2015, 12 ნოემბერი, 11:54
საინტერესოა.
0 1 6