ერთხელ მოსწავლე მივიდა მასწავლებელთან და ჰკითხა:
— მასწავლებელო, რით განსხვავდება ჭკვიანი სულელისგან?
მშვიდი მზიანი დღე იყო, მასწავლებელი მწვანე ჩაის სვამდა და მარადიულობის არსზე ფიქრობდა. მაგრამ, მოსწავლის გამო მან მიატოვა ჩაი, შეწყვიტა ფიქრი, ადგა და მოსწავლეს უთხრა, უკან გამომყევიო. მასწავლებელმა მოსწავლე მიიყვანა მთასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ მცირედ ჩამოიშალა და მის ძირში სხვადასხვა ზომის ქვები ეყარა. მასწავდებელმა მოსწავლეს უთხრა, რომ ყველა ქვა მთის მწვერვალზე აეტანა. ქვა საკმაო რაოდენობის იყო და მოსწავლე მთელი დღე ეზიდებოდა მთის მწვერვალზე, ხოლო მასწავლებელი იქვე, ხის ჩრდილში იჯდა და წიგნს კითხულობდა. მოსწავლე ძალიან დაიღალა, მაგრამ საღამოსთვის საქმე მოათავა, ის შესრულებული სამუშაოს გამო, სიამაყის გრძნობით აღსავსე, მივიდა მასწავლებელთან და ჰკითხა:
— მასწავლებელო, ეხლა შემიძლია გავიგო პასუხი ჩემს კითხვაზე?
— არა, — თავი გააქნია მასწავლებელმა, — შენ ჯერ მზად არა ხარ.
— და ეს ქვები რატომღა ავზიდე? – იკითხა შეშფოთებულმა მოსწავლემ.
— აი, — მასწავლებელმა საჩვენებელი თითი ზევით ასწია, — ჭკვიანი ადამიანი, ამ კითხვას მანამდე დასვამდა, ვიდრე ქვების ზიდვას დაიწყებდა.