x
image
ბუბუ007
ცხოვრება ნიღბის გარეშე-ავსტრალიელი გოგონა,რომელიც ნიღაბს 2,5 წელიწადი ატარებდა

28 წლის ავსტრალიელი ვულინ დანა, რომელიც ხშირად სილამაზის გამო ყურადღების ცენტრში იყო, დღეს ნიღბის ქვეშ უწევს სახის დამალვა.

image

დანა გახდა თავდასხმის მსხვერპლი.რომელმაც მიიღო მესამე ხარისხის დამწვრობა, რის შედეგადაც სხეულის 60% დაეწვა, მათ შორის სახე.ის სიკვდილის პირას იყო მისული, თუმცა მისმა სულისკვეთებამ და ბრძოლამ დაგვანახა, რომ ყველაფერი დაძლევადია.
მან უამრავი ოპერაცია გადაიტანა, რის შედეგადაც ნიღაბს ატარებდა, დღეს მან აჩვენა ყველას სახე, რომელსაც 2, 5 წელიწადი მალავდა .

image

დანას ქმარი ეჭვიანი იყო.იგი თითქმის ყოველდღე ემუქრებოდა მეუღლეს, რომ უახლოეს მომავალში მის დამახინჯებაში დიდ წვლილს შეიტანდა და გაანადგურებდა მის ლამაზ სახეს.
მუქარიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეუღლემ დანას დენატურირებული სპირტი გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალა.

image

დანამ საშინელი თავდასხმის შედეგად მიიღო მესამე ხარისხის დამწვრობა, რომელმაც სხეულის 64% მოიცვა, მათ შორის სახე.მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი გახდა.
მან მრავალი ოპერაცია გადაიტანა, ექიმებმა ქირურგიული ჩარევის შემდეგ დანას სახე სპეციალური ნიღბით შენიღბეს, რომელსაც 30 თვის მანძილზე ატარებდა.
თუმცა დანას ტრაგედია ამით არ დასრულებულა, მას დაუდგინდა საშვილოსნოს კიბო, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს დანა გრძელვადიანი რეაბილიტაციის მიუხედავად.

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0