სხვა ყველაზე ჟკვიანი ფრინველი 2015, 10 ნოემბერი, 20:46 ამტკიცებენ ბუ ჭკვიანიაო (ამის ასოციაციას ალბათ ის იწვევს, რომ პირისახე ადამიანივით მრგვალი აქვს, თვალებიც წინ აქვს და არა გვერდზე, თან წამწამებს ახამხამებს), მაგრამ ფრინფელებში ყველაზე ჭკვიანად ყვავი ითვლება.მისი ტვინი ტანთან შედარებით, ისეთივე პროპორციაში მოდის, როგორც გორილას პროპორციაში მოდის (გორილა აგებულებით ყველაზე ახლოსაა ადამიანთან). მაგალითად არის ყვავის ისეთი სახეობა, რომელიც ტყეში გირჩებით იკვებება. როცა გაზაფხული დადგება, ეს ყვავი მიადგება და გირჩებს მალავს. მოვა ზამთარი, დაათოვს სამალავს, მაგრამ ყვავს ასეთი სამალავი რამდენიც არ უნდა ჰქონდეს ყველას პოულობს. ყვავები საკვებს ზოგადად “თავისი ჭკუით'' მოიპოვებენ, ანუ ჭიები ხის ქერქიდან თავისი დამზადებული სამი სახეობის იარაღით ამოჰყავს. სწორი ან მოკაუჭებული პატარა ჩხირებით, ან ხის მკვრივი ფოთლის ნაგლეჯით. ეს “ხელსაწყო'' ყვავებს ჭამის დროსაც კი კლანჭებით უჭირავთ. ისინი სიყვარულშიც განსაკუთრებულები არიან, მონოგამიური ოჯახი აქვთ და თუკი ერთგული მეგობარი მოუკვდათ, დარდს ვერ უძლებენ და თავს იკლავენ. 237 2-ს მოსწონს
|