x
image
სალო-მე
„ ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე სიკვდილი,მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ“ ..
imageხონის რაიონის სოფელ საწულიკიძეოში 17 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.”

" რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #8-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან 25
წლის ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმხილველების განცხადებით, მან თავი გადაჭრილი თოფით, ე.წ. აბრეზით, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის თვალწინ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან მოიკლა."


“თვითმკვლელობა კახეთში. საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში 20 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა.როგორც გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, გიორგი თედიაშვილმა საგარეჯოს ერთ–ერთ სლოტ კლუბში 700 ლარი წააგო, რის გამოც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა."


“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 18 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი გაურკვეველია”

„არსებული ინფორმაციით, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი მე-6 სართულიდან გადმოხტა. ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდიცვალა.ცაბაძის ქუჩაზემცხოვრებლების ინფორმაციით, თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახის წევრებთან კონფლიქტი იყო"

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში 25წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. მამაკაცი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია. ახლობლების ინფორმაციით, მასთვითმკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონდა. ოჯახი სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულია."

"თბილისში, 23 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა. როგორც დიტო ყიფიანის მეგობრები ყვებიან იგი დასთან ერთად, მეგობართან იყო სტუმრად, სრულიად ფხიზელი ადგა და მეხუთე სართულიდან გადახტა"

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა.27წლის ვ.მ-მ დღეს დილით, გამთენიისას საკუთარ ეზოში ჩამოიხრჩო თავი.მეზობლებისთქმით, გარდაცვლილმა სიძის სახელზე წერილი დატოვა, სადაც ის, დის ქმარს ოჯახის წევრების მიხედვას სთხოვს, ოჯახს კი პატიებას. "

ეს იმ ახალგაზრდების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ყველა მათგანის სუიციდის მიზეზი განსხვავებულია.

სუიციდი ძალიან რთულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, ასაკი ყოველწლიურად მცირდება. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სტატისტიკური მაჩვენებლები რეალურ სურათს ვერ ასახავს. საქსტატის მონაცემებით ფსიქიური და ქცევითი აშლილობების შედეგად 2014 წელს 100 ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, მათგან 51 მამაკაცი და 49 ქალია.წინა ორ წელთან შედარებით ეს ციფრი საგრძნობლადა თითქმის 36% არის გაზრდილი . საყურადღებოა, რომ ამ წლების განმავლობაში საქსტატის ოფიციალური მონაცემი ასეთია: 2012-დან - 2014 წლამდე 20 წელზე ზევით ასაკის 45-მა ქალმა და 281 მამაკაცმა მოიკლა თავი.

სუიციდი არ არის მხოლოდ საქართველოში გავრცელებული პრობლემა . მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, რაც აღემატება მკვლელობებს და საომარ კონფლიქტებში გარდაცვლილთა ჯამურ მაჩვენებელს.. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ყოველ 40 წამში მსოფლიოს რომელიღაც წერტილში ერთი ადამიანი მიმართავს სუიციდის. სწორედ თვითმკლვლელობაა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ახალგაზრდებში.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თვითმკვლელთა უმრავლესობას სულაც არ სურთ სიკვდილი, მათ უბრალოდ იმ ტკივილის შეჩერება სურთ, რომელსაც განიცდიან. სუიციდის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ამას გარდა, სუიციდის პრევენცია იწყება მისი გამომხატველი ნიშნების ამოცნობით. თუ თქვენ ეჭვი გაგიჩნდათ თქვენს ახლობელზე, რომ ის მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აპირებს არ დატოვოთ მარტო. ებრძოლეტ მიზეზს და არა შედეგს! მთავარია ადამიანმა იგრძნოს, რომ ის მარტო არ არის . დაანახეთ პერსპექტივა და ის აუცილებლად გამოგყვებათ.

რამოდენიმე თვის წინ ზუკა კოკაია მაღლივის ხიდიდან გადმოხტა. ის ადგილზე გარდაიცვალა. კოკაია თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ერთ-ერთი წევრი იყო, მან თვითმკვლელობამდე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.პოსტიდან ამონარიდი:


- მომენატრა წერა.. ვწერ ხოლმე.. ხან აქ, ხანაც მობილურზე ჩემს ალტერ ეგოს, ზოგჯერ დღიურშიც, მაგრამ მაინც მომენატრა..

წერა ძალიან მაგარი რამეა.. შეუძლებელია წერო და არ დამშვიდდე, სიმშვიდე კიდევ უფრო მაგარი რამეა..მშვიდად წერა-საოცრება ^^

და აი მეც ვწერ, დიდი ხანია უკვე დავმშვიდდი, (თითქმის), მაგრამ მაინც მშვიდად ვწერ..ემოციურად დაღლილი მქვია ახლა მე, მაგრამ წერის თავი შევინარჩუნე ^
რამდენჯერ მომდომებია ამ ტექსტის აკრეფ(ვ)ა, მაგრამ მხოლოდ ახლა დავჯექი საწერად და ამ მონდომების მიუხედავად არც ვიცი რითი დავიწყო წერა, თუმცა წერა უვკე დავიწყე ეს წერილი წარმოდგენილი მქონდა რომ ცოტას ჩემზე მოვყვებოდი და ბევრს ჩემს მეგობრებზე, ნაცბობებზე, დავუყვებოდი კონტაქტებს ტელეფონში და ვისზეც რაიმე მაინც იქნებოდა დასაწერი დავწერდი, შემდეგ ფეისბუქს მივადგებოდი, ახლობლები, მეგობრები.. ახლა კი .. მმმ ..


- არც იმიტომ ვწერ რომ ხალხს შთავაგონო რამე, ან რა უნდა შთააგონო ხალხს ამ საქციელით?!მაქსიმუმ გამოფხიზლებისაკენ მოუწოდო, მაგრამ ვინც ამ საქციელის მერე გამოფხიზლდება, ის უბრალოდ დალაპარაკებასაც გაიგებდა..ვინც კარგად მიცნობს, იცის თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ბაჩო და რა რთულად (ჯერაც ვერ) გადავიტანე მისი სუიციდი... ბაჩომ თავისი საქციელით მე პირადად წამართვა მომავალი, რადგან აწყობილი, დალაგებული და გათვლილი თუ მქონდა რამე, მასთან ერთდ მხოლოდ..
მისმა წასვლამ რა არია ჩემში არ ღირს დაწერად და აი რა მომცა კარგი მაგას მოდი ვახსენებ..მან მომცა ძალა, გავძლიერდი, შევიცვალე, მაგრამ გავძლიერდი..
მისი თხოვნა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევასრულე, მოვისროლე ქუდი და უქუქდოდ დავიწყე ცხოვრება..ბაჩოს გარეშე როდის მოვიხსნიდი ეგეც საკითხავია, მაგრამ მოდი არ იკითხოთ, უბრალოდ იცოდეთ..
არ მინდა იმის თქმა რომ პლიუსი უნდა მოძებნოთ ჩემს საქციელში როგორც მე ვიპოვე ბაჩოში, რადგან ბაჩოს ჯერაც არ ვპატიობ ჩემს მიტოვებას..

მისი წასვლის შემდეგ მეც რომ გამიმძაფრდა სუიციდის სურვილი ზოგისთვის აშკარა, ზოგისთვის კიდევ შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მთავარი ისაა რომ მქონდა ამის სურვილი და დღემდე მომყვა, აი ამას კი იმიტომ ვწერ, რომ გადამოწმება თუ ვინმე ჭორიკანას დასჭირდა ადვილია, ადვილია და მოდი გადაამოწმეთ სანამ ჩირქს მოსცხებთ ჯესსიკას.. ნამდვილად არ მინდა ის გამოიაროს, რაც ბაჩოს მარიამმა, როცა სუიციდი მას დაბრალდა, უბრალოდ რამდენად "მცირე"უნდა იყო რომ იფიქრო გოგოს გამო ჩაიდინა სუიციდიო?!

- ბოდიში ლაშა რომ სანამ შენ გძინავს, შენთან სტუმრად მყოფი ვკრეფ ამ წერილს და აქვე ვაპირებ სუიციდს
.. უი მარიამ კუკავამ თქვა ერთხელ ეს არ მოილვას თავს ზედმეტად უყვარს თავისი თავიო.. მმმ.. ვიკუსი
^
ვისაც სუსტი გეგონეთ, შეხედეთ რა ძალა აღმომაჩნდა, ვისაც ძლეირი თქვენც დააკვირდით, სისუსტემ მძლია..
იცოდეთ გჯეროდეთ რომ ჰეფი ენდი არსებობს, გწამდეთ რომ ცხოვრება მშვენიერია და არასდროს დაკარგოთ ის ადამიანი ვისაც უყვარხართ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენში რაიმესვერ გადალახავთ ..
ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ..

ძალიან ბევრი მიყვარხართ და ვინც არ მიყვარხართ დამიჯერეთ თქვენშია პრობლემა..
ჩემს სახელზე ბავშვს ვინმემ ალესანდრო დაარქვით, მე ვერ ვქენი ... <23



მე კი რომაელი პოეტის ჰორაციუსის სიტყვებს შეგახსენებთ: "ადამიანის ფსიქიკა
ვარდის ფურცელივით სათუთია. ყველა უბედურება მისი ჭკნობიდან იწყება. სამწუხარო ის არის, რომ ეს ჭკნობა და დაზიანება ისევ ადამიანის ფსიქიკიდან იღებს სათავეს!"

სალომე გოცირიძე

2
339
2-ს მოსწონს
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
339
  
2016, 10 იანვარი, 23:35
მგონი გარდატეხის ასაკში ეს სისულელე ყველა ბავშვს აფიქრდება,მაგრამ ზოგს არ უმართლებს და მის ცხოვრებაში არავინ არ ჩნდება ისეთი,რომელიც უკეთეს გზას უჩვენებს,სიცოცხლეს შეაყვარებს და ცხოვრების მიზანს დაასახვინებს.ძალიან სამწუხაროა,რომ ვერ ვამჩნევთ,ჩვენს ირგვლივ ვისთვის რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი თბილი სიტყვები და ყურადღება.ძალიან სამწუხაროა,რომ ადამიანებს ერთმენეთი აღარ გვიყვარს,არ თანავუგრძნობთ,არ ვეხმარებით.და მერე საკუთარი ხელით ისპობენ სიცოცხლეს,მომავალს და ახლობლებსაც უსპობენ მომავალს და სიცოცხლეს :|
2015, 30 ნოემბერი, 2:13
რა სტრაშნი სტატიაა ტო....დავიგრუზე მაგრად
0 1 2