x
image
სი
პირველყოფილი ვირთხები ხუთ კილოგრამამდე იწონიდნენ და ადამიანის მენიუს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ

imageავსტრალიელმა არქეოლოგებმა აღმოსავლეთ ტიმორში შვიდი გიგანტური პირველყოფილი ვირთხის ნაშთი აღმოაჩინეს.გათხრები პროექტი "სუნდიდან სახულამდე" ჩარჩოში მიმდინარეობდა, რომელიც უძველესი ადამიანების დედამიწაზე გავრცელებას შეისწავლიდა (სუნდა ერქვა ახლანდელი ინდონეზიის ტერიტორიას, ხოლო სახული ეს ძველი წინარე მატერიკის სახელია, რომლისგანაც შემდეგში ავსტრალია წარმოიქმნა).


ჯულიან ლუისი (Julien Louys), პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ აღმოჩენილ ვირთხებს მეგაფაუნა უწოდა, რაც სავსებით გასაგებია. ისინი საშუალო ძაღლის ზომის იყვნენ და ოთხნახევარ კილოგრამს იწიონიდნენ.


საინტერესოა, რომ ეს საშინელი ცხოველები მრავალი ათასი წლის წინათ კუნძულ ტიმორზე ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც აქ 46 ათასი წლის წინათ მოვიდნენ.


უძველესი ადამიანები სავარაუდოთ დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდნენ ვირთხებზე და მიირთმევდნენ მათ - ამის შესახებ დამსხვრეული და დამწვარი ვირთხის ძვლების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ. რაღაც მომენტში, სულ რაღაც ათასი წლის წინ, ვირთხები საბოლოოდ განადგურდნენ. არქეოლოგები ამას ლითონის იარაღების გავრცელებას უკავშირებენ. ადამიანები ტყეებს ჩეხავდნენ და გიგანტური ვირთხევი თავის საცხოვრებელ არეალს კარგავდნენ.

0
165
5-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0