x
image
გიორგი88
ხასიათი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით(მესამე ნაწილი)

imageსასწორი _ გაურბიან უხეშ კონფლიქტებს. საერთოდ მიილტვიან ხელოვნებისაკენ და ამ სფეროში მოღვაწეობენ. არიან ალერსიანები და ენაწყლიანები; ადვილად ენთებიან და ასევე ასრულებენ თავიანთ ჩანაფიქრს. ხშირად არ ჰყოფნით მოთმონება და გამძლეობა. ამიტომაც ძნელია მათზე დაყრდნობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაოს შესრულება მოითხოვს ბევრ დროსა და დიდ ნებისყოფას.

ხშირად ფლობენ რამდენიმე პროფესიას. ერთ-ერთი მათგანია ხელოვნების სფეროდან, უპირატესობას ანიჭებენ ფერწერას.


მორიელი _ ძლიერი ნებისყოფის, დამოუკიდებელი, ვნებიანი და ადვილად აღგზნებადი. ერთი შეხედვით თითქოს გულქვა, მაგრამ სინამდვილეში ლმობიერი. თავდაპირველად იჩენენ უნდობლობას და თავშეკავებას. საერთოდ კი თავისებური და საინტერესო პიროვნებები არიან. ხშირად მიდრეკილება აქვთ მისტიკისადმი, ადვილად ექცევიან მეტაფიზიკისა და მაგიის გავლენის ქვეშ. არიან ძალიან მიმზიდველები და შინაგანი კონფლიქტის მქონე ადამიანები. ყოველთვის მზად არიან გაიღონ მსხვერპლი სიყვარულისთვის.


მშვილდოსანი _ არის მოხერხებული, მრავალმხრივი, ნიჭიერი. აფასებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მოქმედებენ დაუფიქრებლად. არიან ჯიუტები, მაგრამ გულწრფელები. არ უყვართ სიცრუე.არიან გულღია, მოსიყვარულე ადამიანები.უყვართ ცხოველები, მოგზაურობა.ადვილად შეუძლიათ შერიგება.არიან დიდად თანამგრძნობნი და კეთილმოწყალენი.

0
682
8-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
682