x
image
გიორგი88
ხასიათი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით (მეორე ნაწილი)
imageკიბო_ მდიდარი ფანტაზია გააჩნიათ. აქვთ დიდი მისწრაფება მოგზაურობის მიმართ. უყვართ ცვლილებები და ნაირფეროვნება. მიუხედავად ამისა, მათ იზიდავთ სახლი, სიძველეები. სიმპათიურნი არიან, თავაზიანნი, იდეალისტური აზროვნების, რბილი და მომთბენი ბუნების.

მზრუნველი დედობრივი თვისებები გააჩნიათ. განიცდიან მათდამი ადამიანების ცივ დამოკიდებულებას.არ შეუძლიათ სიყვარულისა და ალერსის გარეშე გაძლება. თანაუგრძნობენ სხვებს გაჭირვებაში და მზად არიან მათ დასახმარებლად.

არიან მეოცნებენი, მელანქოლიურნი, მუსიკალურები. ძნელად ახერხებენ წონასწორობის დაცვას, რაც ხელს უშლის მათ ისარგებლონ წარმატებით. არიან ძალიან ერთგულნი.


ლომი_ დიდი ნებისყოფის მქონენი, ძნელად ემორჩილებიან სხვას. არიან დიდსულოვნებითა და კეთილშობილებით სავსენი, თავდაჯერებულები, ამაყნი და მამაცნი. ძანაუფლების მოყვარულები და მომთხოვნები, ზოგჯერ ზედმეტად ხელგაშლილები; ქედმაღლები და ფუფუნების მოყვარულნი. სიამოვნებით ემსახურებიან მაღალ იდეებს. შეუძლიათ იყვნენ უხეშები და ფიცხები.მფარველობენ ყველას, ვინც საჭიროებს მათგან მზრუნველობას. უყვართ კარგი ცხოვრება და განცხრომა, იზიდავთ სპორტი. მათში გაერთიანებულია უნარი, გაიღონ მსხვერპლი, გააჩნდეთ დიდი გრძნობა და ამავე დროს, იყვნენ საოცრად ანგარიშიანები. არასოდეს არ ავიწყდებათ საკუთარი თავი.



ქალწული_ დიდი შინაგანი, სულიერი მონაცემები; აღქმულის ადვილად ათვისების უნარი, მეცნიერების ყველა დარგის მოყვარულები. მუდამ განწყობილნი საქმისთვის, არიან მეთოდურები. ბუნებით მომთმენნი, მეოჯახენი. არიან პრაქტიკულნი და საღი მსჯელობის პატრონები, ყოველთვის ემყარებიან ფაქტებს; ხშირად წვრილმანდებიან და თავს კარგავენ. სკეპტიკურობა ხელს უშლის მათ ფართო გაქანებას. ამ ტიპის ზოგიერთი ადამიანი უნდა ერიდოს სხვათა მეტისმეტად განსჯას. მათ შორის არიან იდეალისტებიც და მაღალი სულით დაჯილდოვებული ადამიანებიც. სიყვარულისადმი კრიტიკულად არიან განწყობილნი და ამ საკითხს რამდენადმე გულგრილად ეკიდებიან.

0
763
9-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
763