x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512623
ჩილიმის ისტორია

image






















პირველად როდის გამოიგონეს ჩილიმი არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბალახებს, ფოთლებს და ხის ფესვებს მისი საშუალებით ეწეოდნენ. არსებობს ლეგენდა, რომ პირველი ჩილიმი ინდიელმა აბორიგენებმა გამოიგონეს. მას ქოქოსის და კვახის ქერქისგან ამზადებდნენ, რომელსაც დიდ მილს უკეთებდნენ და ეწეოდნენ ყველაფერს, რისი მოწევაც შეიძლებოდა. მოგვიანებით ჩილიმმა დიდი გაფართოება აზიაში ჰპოვა. გამოჩნდა ლითონიც, საიდანაც ჩილიმის ახალი ისტორია დაიწყო. ადამიანები მიხვდნენ, რომ იგი საჭირო ნივთი იყო და მისი დამზადება თითქმის ყველა ქვეყანაში დაიწყეს. თითოეულ მათგანს ნაციონალური ნიშანი ქონდა. მდიდრებისთვის მას ძვირფასი ლითონისგან ამზადებდნენ. ღარიბებისთვის კი იგი ჩვეულებრივ უბრალო ქვისგან მზადდებოდა.


დროთა განმავლობაში ჩილიმი გახდა არა მხოლოდ მოსაწევი საშუალება, არამედ ხელოვნების ნიმუშიც. დღეს ჩილიმს მთელი მსოფლიო მოიხმარს. ისეთი ქვეყნებიც კი, ოდესღაც არაფერი რომ იცოდნენ მის შესახებ. თუმცა ყველაზე პოპულარულად იგი მაინც აზიაში დარჩა. ევროპაში კი იგი ძირითადად სასაჩუქრე ნივთად გამოიყენება. ჩილიმი არა მხოლოდ ლამაზი და დეკორატიული გამოგონებაა, არამედ მოწევის დროს სიამოვნების მინიჭების საუკუთესო საშუალებაა. სწორედ ეს არის მისი წარმატების დიდი საიდუმლო.
















0
720
შეფასება არ არის
ავტორი:Tock
Tock
720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0