ჯანმრთელი კვება ზუსტად სეზონური, კომშის უმარტივესი და უგემრიელესი " ტარტალეტკა" 2015, 9 ნოემბერი, 20:28 ზუსტად სეზონურია ეს უმარტივესი და უგემრიელესი " ტარტაკეტკა", რომელსაც კომშისგან ვამზადებთ.კომში შეიცავს ვიტამინების ნაკრებს, გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს, ყველა ჯიშის კომშის აქვს დადებითი გავლენა ფსიქიკაზე.ახდენს ორგანოების სტიმულირებას, აუმჯობესებს განწყობას, მისი ნაყოფი რეკომინდირებულია ანემიის, სისხლძარღვთა დაავადებების, ასთმის დროს.ის, ვისაც ზედმეტად ტკბილი და ცხიმიანი კრემებისგან დამზადებული ნამცხვრები ეკრძალება, ან ვისაც დიაბეტი აწუხებს, უმჯობესია თქვენი ტკბილეულის მენიო ჩაანაცვლოთ გემრიელი ხილით და დამერწმუნეთ ჯანმრთელი კვება გამოგივათ.
მაშ, ასე! საჭირო ნგრედიენტები:
1) კომში - 5 ცალი;
2) შაქარი - 2 ჩაის ჭიქა;
3) თხევადი რძე ანუ ( სგუშონი ) 3 სუფრის კოვზი; 4) პურის ფქვილი 5 - 6 სუფრის კოვზი; 5) გატარებული ნიგოზი 5 სუფრის კოვზი; 6) ვანილი 2 ცალი; 7) კარაქი 100 გრამი. მომზადების წესი: ავიღოთ ხუთი ცალი კარგად გარეცხილი კომში და გამჭრათ შუაზე, ისე, რომ ორივე მხარე კარგად დაიდოს თეფშზე. პატარა დანის პირით კარგად გამოვასუფთაოთ და შეძლებისდაგვარად მოვაშოროთ თუ კი სადმე ჭიანი ადგილები აქვს. კომშის გასუფთავების პროცესში ქვაბში ვასხამთ წყალს და ადუღების შემდეგ ვაყრით 1 ჩაის ჭიქა შაქარს. როცა წყალი ადუღდება, ვაწყობთ კომშს და მხოლოდ 5 წუთი ვადუღებთ თავდახურულ ქვაბში.გადმოვიღებთ შემდეგ პოდნოსზე და შიგთავსში ვაყრით თითო ჩაის კოვზ შაქარს. ვდებთ გაცხელებულ აირღუმელში და დაახლოებით 15 - 20 წუთი ვაცხობთ. შემდეგ გადმოვდგამთ და ისევ შიგთავსში ვაყროთ უკვე დამდნარ შაქარზე თითო ჩაის კოვზ გატარებულ ნიგოზს და ისევ ვდებთ აირღუმელში დაახლოებით 5 - 10 წუთი, რომ კომში არ დაგვეწვას.პარალელურად ვამზადებთ კრემს. ნახევარი ლიტრი წყალი, 3 სუფრის კოვზი თხევადი რძე ანუ ( სგუშონი), 5 - 6 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ყველაფერი ერთმანეთში გახსნილი დავდგათ ნელ ცეცხლზე. ვურიოთ ადუღებამდე და გავაცივოთ. მიქსერით ვთქვეფთ 100 გრამ კარაქს, 2 ცალ ვანილს და ვამატებთ გაციებულ კრემს.მომზადებულ კომშს ზემოდან ვრთავთ სწორედ ამ კრემით და ზემოდან შეგვიძლია დავაწყოთ ჟოლოს, მაყვლის, ან ნებისმიერი სხვა კენკროვანის მურაბა ან ცოცხალი ხილის მარცვლები. ე.წ.კომშის " ტარტალეტკა" მზად არის და გემრიელად მიირთვით. 425 7-ს მოსწონს
|