ჯანმრთელი კვება გოგრისგან მომზადებული ორი უგემრიელესი " დელიკატესი" და გარანტირებული ჯანმრთელობა 2014, 22 ნოემბერი, 22:55 ხშირად გოგრას ვყიდულობთ არა მარტო კულინარიული მიზნებისათვის, არამედ სამკურნალოდაც.გოგრა განსაკუთრებით სასარგებლოა და არავისთვის უცხო არაა, რომ მას სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტები აქვს. არსებობს გოგრის მრავალი სახეობა და მასთან ერთად არსებობს მისი მომზადების მრავალი მეთოდი.სტატიაში გაგაცნობთ ორ ვარიანტს, რომელთა გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ.
მომზადებისთვის საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები: გოგრა ( რადგან ორნაირს ვაკეთებთ, ორი გოგრა ), ბრინჯი 0, 700 გრამი, თეთრი ბლის მურაბა 0, 5 კგ, ვანილი, კარაქი 100 გრამი, კომში ერთი ცალი, შაქარი 200 გრამი, თაფლი 100 გრამი და გატარებული ნიგოზი 100 გრამი.
მომზადების წესი: გოგრებს თავი გადავუხერხოთ და გამოვაცალოთ შიგთავსი ( კაკლებს ვგულისხმობ ), დიდ ქვაბში ჩავასხათ წყალი, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოვდგათ და კარგად თავდახურულ ქვაბში ვხარშოთ.
პარალელურად მოვამზადოთ "ფლავი" ცალკე და ცალკე ნიგვზისა და თაფლის ნაზავი.
ქვაბში ვაწყობთ: კარაქი, შემდეგ წინასწარ ოდნავ მოხარშული ბრინჯი ფენა - ფენა, შემდეგ ქიშმიში, თეთრი ბლის მურაბა, ვანილი, კომში კუბიკებად დაჭრილი. ისევ კარაქი, ბრინჯი, ქიშმიში, მურაბა, კომში - თავზე ვაფარებთ კალკის ქაღალდს, ვახურებთ თავზე და ნელ ცეცხლზე ვდგამთ. როცა მოიხარშება და პარალელურად გოგრაც მოიხარშება, ვიღებთ ერთ მათგანს და უკვე გამზადილ " ფლავს" ვასხამთ გოგრაში და ვახურებთ თავზე გადახერხილ გოგრის ნაჭერს. რაც შეეხება მეორე გოგრას, მისთვის წინასწარ მომზადებული გვაქვს ნიგვზისა და თაფლისგან მომზადებული ნარევი, რომელსაც უნდა დავუმატოთ ვანილი გემოვნებით, ქიშმიში. მოხარშულ გოგრას ვაცლით კოვზით შიგთავსს და იმ ჯამზე გადაგვაქვს, სადაც ეს მასაა მომზადებული, ვურევთ კარგად ერთმანეთში და ვასხავთ გოგრაში. Pშ.დამერწმუნეთ, ისეთი გემრიელია, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ. 343 11-ს მოსწონს
|