ჟან პოლ გოტიეს კოლექცია ემი ვაინჰაუსის ხსოვნას მიეძღვნა.
მოდელებს ემის მსგავსი ვარცხნილობები ჰქონდათ და მის საყვარელ 50-იანი წლების სტილის სამოსი ეცვათ.
Valentino-ს მოდის სახლის გაზაფხული 2012 ყვავილოვანი მოტივების, ნათელი ფერების და ქალური სილუეტების დღესასწაული გახლდათ.
Giambattista Valli-ს კოლექცია ამ სეზონზე მოდური გამჭვირვალე ქსოვილებისგან შედგებოდა.
ჩვენება მქრალი ტონებით და შავ-თეთრის კლასიკური შეთავსებით დაიწყო, ფინალისკენ კი წარმოდგენილი იქნა ფუქსიის, ვარდისფერის და წითელი ფერის მოდელები.