სხვა პანიკაში ჩავარდნილი ლოს-ანჯელესის მოსახლეობა და ამერიკელი სამხედროების განმარტება(ვიდეო) 2015, 8 ნოემბერი, 15:17
7 ნოემბერს, ღამის ცაზე უცნაური ობიექტის მოწმენი გახდენენ ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, რაც მასიური პანიკის საფუძველი გახდა.
"ამოუცნობი მფრინავი ობიექტი" გამოჩნდა კალიფორნიის ცაზე, რომელმაც სერიოზულად შეაშინა ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, ხოლო სოციალურ ქსელებში ცხარე კამათის საგანი გახდა. მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესის ცაზე უცნობი ობიექტი გამოჩნდა, ადგილობრივ პოლიციაში შევიდა ათასობით შეტყობინება "უცხოპლანეტელებზე", "აპოკალიფსზე", "კომეტაზე" და "ბირთვულ აფეთქებაზეც" კი. სოციალური ქსელის მომხმარებლები კამათობდნენ ამ უცნაური მოვლენის შესახებ.ერთ-ერთმა მომხარებელმა ისიც დაწერა, რომ დაინახა თუ როგორ იხსნებოდა ცა და იხურებოდა, როგორც ზომბი-აპოკალიფსი. თუმცა მალევე განმარტება გააკეთა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების მე-3 ოპერატიული ფლოტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რაიან პერიმ. "სტრატეგიული სისტემის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ზღვაში წყნარი ოკეანის პოლიგონიდან განხორციელდა რაკეტა Trident-2-ის გეგმიური გაშვება ატომური სარაკეტო ბაზირების (Kentucky კლასი Ohio), წყალქვეშა ნავის ბორტიდან." მისივე განცხადებით გეგმიური გაშვება მიზნად ისახავდა სარაკეტო სისტემის მდგომარეობის შესწავლას. Trident-2 (UGM-133A)-ის რაკეტა გახლავთ ძირითადი სტრატეგიული ბირთვული არსენალი აშშ-ში და დიდი ბრიტანეთში, მისი ფრენის სიშორე 11 000 კილომეტრია, შეიარაღებაში 1990 წლიდან არსებობს. 473 7-ს მოსწონს 1-ს არა
|