ტრამვაის უპირობო პირველი წინაპარი გახლდათ კონკა.საქალაქო
რკინიგზა, ცხენების წევაზე მომუშავე ვაგონი(ძირითადად ორი ცხენი,
ხანდახან იყენებდნენ ჯორებს და ზებრებსაც)პირველი კონკა მსოფლიოში 1825
წელს ბალტიმორში(აშშ) გამოჩნდა, შემდეგ მას მიჰყვა ნიუ-იორკი(1832) და ახალი-ორლეანი(1835).
კონკის გამოგონების იდეა ეკუთვნის ფრანგ გამომგონებელს ალფონს ლუბას, მანვე დააპროექტა აშშ-ში მსოფლიოში პირველი კონკა.
სურათზე:კონკა მანჩესტერში(დიდი ბრიტანეთი)-1877 წელი
თბილისში კონკა პირველად 1883 წელს გაიყვანეს. მისი
პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა
ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს. მარშრუტი მალევე გააგრძელეს
ერევანსკის მოედნამდე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), ხოლო 1904 წელს
ხაზი გაიყვანეს კირხეს ქუჩაზე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა).
ფოტოზე:კონკა თბილისში-გოლოვინის პროსპექტი(1890-იანი წლები)
ნიუ-იორკში კონკა 1914 წელს გაუქმდა, ანალოგიურად გაუქმდა მსოფლიოს სხვა
ქვეყნების ქალაქებში(თბილისში მაგალითად კიდევ უფრო ადრე გაუქმდა-1910
წელს)თანდათან კონკა ისტორიას ჩაბარდა.თუმცა მაგალითად მექსიკაში კონკამ
მე-20 საუკუნის შუახანებამდე მიაღწია(სალაიაში 1954 წელს გაუქმდა, ხოლო
მეხიკოში 1932 წელს) .
ამჟამად კონკაზე შეგიძლიათ გაისეირნოთ როგორც ტურისტული ღირშესნიშნაობა.მსგავს სერვისს რამდენიმე ქვეყანაში შემოგთავზებენ.
ფოტოზე:კონკა დუგლასში (გერმანია)
პარალელურად აშშ-ში 1870 წლებში გამოჩნდა ტრამვაის ტიპის ორთქლმავალი,
თუმცა ქალაქში ხმაურისა და კვამლის გამო მასზე მალევე თქვეს
უარი.სან-ფრანცისკოში 1873 წელს გაიყვანეს საბაგირო ტრამვაი, ჯერ ორთქლის, ხოლო მოგვიანებით ელექტროძრავით .გაწევის ძალა
ქვეშ დამაგრებული ბაგირის მეშვეობით ხდებოდა.ბაგირზე მომუშავე ტრამვაი სან-ფრანცისკოში
დღესაც ფუნქციონირებს.
ფოტოზე:საბაგირო ტრამვაი სან-ფრანცისკოში.
პირველი ელექტროტრამვაის პროტოტიპი წარადგინა გერმანელმა ინჟინერმა ერნს ვერნერ ფონ სიმენსმა 1879 წელს გერმანიის სამრეწველო გამოფენაზე ბერლინში.
მოგვიანებით ტრამვაი დემონსტრირებული იყო დიუსელდორფში, პარიზში, კოპენჰაგენში და ლონდონში.
მალევე კომპანია Siemens & Halske-მა დაიწყო პირველი ხაზის მშენებლობა ლიხტერფელდში(ბერლინის
გარეუბანი), მოტორიანი ვაგონი იღებდა 100 ვოლტ ძაბვას, ძრავის სიმძლავრე 5
კილოვატი იყო, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/საათში..1881 წელს ბერლინსა
და ლიხტერფელდში დაიწყო მოძრაობა მსოფლიოში პირველმა ტრამვაიმ..ასე დაიწყო ტრამვაის ერა.ამავე წელს Siemens & Halske-ს პარიზშიც დაასრულა ტრამვაის ხაზის მშენებლობა.
ფოტოზე:ტრამვაი პარიზში(Siemens & Halske-XIX საუკუნის დასასრული)
თბილისში ტრამვაი პირველად 1904 წლის დასასრულს გამოჩნდა, მისი მშენებლობა ბელგიურმა კომპანიამ განახორციელა.
ფოტოზე:ტრამვაი თბილისში-ციციანოვის აღმართი-1910 წელი.
ტრამვაის ოქროს ხანა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო და გაგრძელდა
XX საუკუნის შუა ხანებამდე.მსოფლიოს უამრავ ქალაქში ტრამვაი გახდა
ფაქტიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარი სახეობა.ავტობუსები
განვითარების დაწყებით სტადიაში იყვენენ, ხოლო ავტომობილი ჯერჯერობით
ფუფუნების საგნად ითვლებოდა.
ფოტოზე:ტრამვაი ლონდონში-50-იანი წლები
ფოტოზე:ქართული წარმოების ტრამვაი-თბილისი 1948 წელი
მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მსოფლიოს მრავალ ქალაქში კერძო
ავტომობილების, ავტობუსების, სამარშუტო ტაქსის თუ ტროლეიბუსების მატებამ
თანდათანობით ტრამვაის გაქრობა გამოიწვია.განსაკუთრებით მტკივნეული ეს
ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნებისთვის აღმოჩნდა, თუმცა იგივე პროცესი
შესამჩნევია სამხრეთ ამერიკის და აზიის ქვეყნებშიც.მაგალითად იაპონიაში ტრამვაი მონორელსით და ელექტრობუსით შეცვალეს.
ფოტოზე:ტრამვაის უკანასკნელი სამუშაო დღე გლაზგოში(შოტლანდია)1962 წლის 1 სექტემბერი.
ფოტოზე:ერთ-ერთი უკანასკნელი ტრამვაი თბილისში-ავჭალის გზატკეცილი 2004 წელი.
ავტომობილების ნეგატიურმა მომრავლებამ, ჰაერის მოწამვლამ, სმოგმა
ქალაქებში, ხმაურმა, პარკირებაზე დეფიციტმა, მუდმივმა საცობებებმა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური გახადა ტრამვაის ხელახალი
აღორძინება.პირველად გამოფხიზლდა კანადა, მალევე მას მიბაძა საფრანგეთმა, გერმანიამ.
ბრიტანეთში 80-იანი წლების ბოლოს ტრამვაი მხოლოდ ბლეკპულში იყო დარჩენილი, ბოლო 15 წლის მანძილზე ტრამვაის ხაზები გაიხსნა ბირმინგემში, მანჩესტერში, ნოტინგემში, სეფილდში და კლაიტონში(ლონდონის გარეუბანი)ახლა აპირებენ ტრამვაის ხაზი აღადგინონ ლონდონში და ლივერპულში.
ტრამავაის ხაზი გაიყვანეს დუბლინში(ირლანდია, აქამდე არასდროს არ არსებობდა), იტალიის 5 ქალაქში, ესპანეთის 11 ქალაქში(მათ შორის მადრიდი, ბილბაო და ბარსელონა)..იგივე ხდება აშშ-ში. და აზიის მაღალგანივითარებულ ქვეყნებში.
ფოტოზე: ტრამვაი ბირმინგემში(დიდი ბრიტანეთი)
ფოტოზე:ტრამვაი ათენში(საბერძნეთი)
ფოტოზე: ტრამავაი უფაში(რუსეთი)
ფოტოზე:ტრამვაი დალასში(აშშ)
ფოტოზე:ტრამვაი ბერლინში(გერმანია)