ვინმე სვეტლანა კ..., რომელიც წარმოშობით კრიკოვიდანაა, 17 წლის ქალიშვილთან ერთად ეგვიპტიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ქალბატონი მომხდარით აღშფოთებულია. სვეტლანამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემას "Pesochnya.ru"-ს მომხდარის შესახებ წერილი მისწერა, რომელშიც გვიამბობს, რომ მისი ქალიშვილი სასტუმროს აუზის გაუწმენდლობის გამო დაფეხმძიმდა. სვეტლანა ამტკიცებს, რომ 17 წლის ქალიშვილის, ანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, რათა გოგონა ადგილობრივ მამაკაცებთან კონტაქტში არ შესულიყო. დედა-შვილის სასტუმრო შარამელ-შეიხიდან 10 კილომეტრის მოშორებით იყო განთავსებული, რის გამოც ისინი საცურაოდ მხოლოდ სასტუმროს აუზს იყენებდნენ. ლუდმილამ დასვენების პერიოდშივე შენიშნა, რომ აუზში წყალს არ ცვლიდნენ და მასში საკმაოდ ბევრი არაბული წარმომავლობის მამაკაცი ცურვდა. "მას შემდეგ რაც ეგვიპტიდან ჩამოვედით მხოლოდ ორი კვირა გავიდა. ფეხმზიმობის ტესტის მიხედვით ანა ორსულადაა. აუზში მოხვდა სპერმა, რომლითაც ჩემი გოგონა დაფეხმძიმდა"-ამტკიცებს სვეტლანა.
ქალბატონის მტკიცებით, მან ქალიშვილს დასავენებლად წასვლამდე ტესტი ჩაუტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. ანა ამტკიცებს, რომ არც ეგვიპტეში და არც შინ დაბრუნებულს ინტიმური ურთიერთობა არავისთან ჰქონია. "ეშმაკმა თუ იცის რას ჩადიან არაბი მამაკაცები აუზში, ჩვენ კი-რუსი ქალები, ამის გამო ვზარალდებით! თავიდანვე არ მომეწონა ეს აღმოსავლელი მამაკაცები, რომლებიც ასე გამომწვევად უყურებდნენ ჩემ შვილს. ის კი მხოლოდ 17 წლისაა! არ ვიცი ახლა როგორ მოვიქცე"-წერს სვეტლანა.
ქალბატონი სულ მალე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს და სასტუმროს წარმომადგენლობისაგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.