x
image
Guns N Roses
Mediator image
როგორ ვიპოვოთ ჩვენი "უცნობი-ტყიპისცალი"?

image
როგორ ვიპოვოთ ჩვენი "უცნობი-ტყიპისცალი"?







მეცნიერები ამბობენ, რომ ყოველ ჩვენგანს ჰყავს 6 "ორეული", რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ადამიანების უმეტესობა ვერასოდეს გაიცნობს მათ, თავიანთ "უცნობ ორეულებს".


მაგრამ ნივ ჟინმა გადაწყვიტა მოეძებნა თითოეული თავისი "უცნობი ორეული" და გაეცნო ისინი. მისი მეგობრებიც, გარი და ტერენსი დაინტერესდნენ ამით და დაეხმარნენ ჟინს "ორეულის" ძებნაში. მათ, ასე ვთქვათ "გაუშვეს ინტერნეტ პროქეტი", რომლის საშუალებითაც გოგონას უნდა ეპოვა თავისი ორეული. მისი სახელია " «Twin Strangers» ".


პირველი გოგონა, რომელიც მას ჰგავდა, ნივმა იპოვა სულ რაღაც 28 დღეში. ეს იყო კარენ ბრაინიგანი. მასდა გასაკვირად "უცნობი ორეული", კარენი ცხოვრობდა სულ რაღაც ერთი საათის სავალზე, ირლანდიაში.


ნივი, რა თქმა უნდა, ნერვიულობდა თუ როგორ შეხვდებოდა მას კარენი, ან თვითონ რა რეაქცია ექნებოდა მისი ნახვისას. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა აკრგად ჩაიარა. "უცნობ ორეულთან" შეხვედრის შემდეგ ნივმა გადაწყვიტა გადაეღო რამოდენიმე ფოტო კარენთან. ეს მოხდა 2015 წლის აპრილში.



ამჟამად ნივ ჟინი აგრძელებს თავისი "უცნობი ორეულების" ძებნას სხვადასხვა ქვეყნებში. ის უკვე მეორე "ორეულს" შეხვდა და ახლა მესამეს ძებნაში ატარებს დროს. ( მეორე "უცნობი ორეული" აღმოჩდნა იტალიელი, ჯენოადან. ლუიზა გიზარდი. ) ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. მისი "საიტი" კი სხვებსაც ეხმარება იპოვოს თავისი "უცნობი ორეული". საინტერესოა ის, რომ უკვე ოთხმა ადამიანმა იპოვა თავისი "უცნობი ორეული"...



0
256
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0