წარსულის უამრავი უძველესი არტეფაქტი არსებობს, რომელიც დღესაც საგონებელში გვაგდებს. როგორ ქმნიდა უძველესი ცივილიზაცია ასეთ რთულ და განვითარებულ ტექნოლოგიებს? წარსულიდან ძალიან ბევრი მისტერიული საგანი ახლა ხდება ცნობილი ჩვენთვის. სავარაუდოდ, კიდევ უამრავი რამ ამ ეტაპზე უხილავია ადამიანის თვალისთვის.
1. ფუენტე მაგნას თასი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად სადავო არტეფაქტი სამხრეთ ამერიკაში. ეს არის დიდი ქვის თასი, რომელიც მსგავსია იმ ჭურჭლისა, რომელიც გამოიყენება შეწირვისას, ნათლობებსა ან განწმენდის ცერემონიებზე. ეს უნიკალური ნივთი აღმოაჩინა სოფლის მაცხოვრებელმა ტიტიკაკას ტბის მახლობლად. თასზე ორენოვანი დამწერლობა მოჩანს, საიდანაც ერთ-ერთი სავარაუდოდ შემერულია.
2. ანტიკური მექანიზმი - ეს არის შთამბეჭდავი 2 ათასი წლის ასტრონომიული კალენდარი, რომელიც ძველ ბერძნებმა შექმნეს. ეს გასაოცარი მექანიზმი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე მომდევნო ათი ათასი წლის განმავლობაში შექმნილი სხვა მსგავსი ნაკეთობები. საიდან ჰქონდათ მათ ცდონა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ასეთი რთული რამ?
3. ვინიპესაუკეს ტბის მისტერიული ქვა - ქვის ასაკი, მიზანი და წარმოშობა უცნობია. იგი აღმოაჩინა 1880 წლის ბოლოს მუშების ჯგუფმა. ქვის ერთი მხარის რელიეფი გვიჩვენებს სიმინდის და სხვადასხვა უცნობი ობიექტების ფიგურებს. მეორე მხარე უფრო აბსტრაქტულია, გამოხატულია ისრის, მთვარის, სხვადასხვა წერტილების და სპირალის სურათები. რას შიძლება ეს ნიშნავდეს?
4. გიგანტური დინოზავრის კვერცხი - რუსეთში აღმოაჩინეს უცნობი წარმოშობის მქონე გაქვავებული კვერცხები. სავარაუდოდ 60 მილიონი წლით უნდა იყოს დათარიღებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ეკუთვნის ძალიან დიდ, პრეისტორიულ ქვეწარმავლს, მაგრამ მეცნიერებისთვის მისი არსებობა ძალიან ბუდნოვანია.
5. კოსტა რიკას ქვის სფეროები - არსებობს შესანიშნავად მოჩუქურთმებული დაახლოებით 3000 სხვადასხვა ტიპის ქვა. არ არსებობს ახსნა, თუ რატომ, როგორ, ან როდის მოათავსეს ისინი აქ. როგორ მოაჩუქურთმეს ეს ქვები ყველანაირი ტექნოლოგიის გარეშე? სამყარო იმაზე უფრო ყოვლისმომცველი და ფართოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.