x
image
სი
ფოლადივით მტკიცე მინა

imageიაპონემი მეცნიერების განცხადებით მათ შექმნეს მინა, რომელიც სიმტკივცით ფოლადს არ ჩამოუვარდება.


ასეთი მინის საიდუმლო ინგრედიენტი ალუმინის ოქსიდი აღმოჩნდა. მისი შერევა კაჟბადის ჟანგთან მინას გაცილებით მტკიცეს ხდის. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც მეცნიერები წარსულში დიდი რაოდენობით ალუმინის ოქსიდს იყენებდნენ, ასეთი ნარევი ნებიმიერ ჭურჭელთან შეხებისას ასწრებდა კრისტალიზაციას და შედეგად მინა არ წარმოიქმნებოდა.


ამიტომ ტოკიოელმა მკვლევარებმა შექმნეს მეთოდი, რომლის დროსაც მინის წარმოსაქმნელად არანაირი ჭურჭელი საჭირო არაა: ისინი იყენებენ გაზს, რომელიც ქიმიურ კომპონენტებს ჰაერში სწევს, სადაც მათი სინთეზირება ხდება. შედეგი? გამჭვირვალე ულტრამინა, რომელიც 50%–ით ალიმინის ოქსიდისგან შედგება, ხოლო სიმტკიცით თავისუფლად გაეჯიბრება რკინასა და ფოლადს.


ასეთი მასალის პრაქტიკული გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა, ვინაიდან აეროდინამიური ლევიტაციის მეთოდით დამზადებული მინა საკმაოდ თხელი შეიძლება იყოს და შესანიშნავი ოპტიკური თვისებები გააჩნია.

0
220
7-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0