x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩინური მედიცინის სასწაული – გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე და გაიუმჯობესეთ თირკმელების მდგომარეობა დღეში 5 წუთიანი ვარჯიშით

შეასრულეთ ეს ვარჯიში ყოველ დღე და ამით გაიუმჯობესებთ როგორც თირკმელების, ისე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

თირკმელების არხებს გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ორგანიზმში. რატომ? ყველა არხი ხომ ასეთი საჭირო და აუცილებელია. მაგრამ თირკმლის არხი განსაკუთრებულია. სწორედ მის ტონუსზეა დამოკიდებული სხვა არხების მდგომრეობა და ასევე ადამიანის დღეგრძელობა. სტატიაში გასწავლით თუ როგორ გაიუმჯობესოთ თირკმელების მდგომარეობა დღეში მხოლოდ 5 წუთიანი ვარჯიშით.

image
ჩინური მედიცინა თვლის, რომ თირკმელებში ჩადებულია "საწყისი ცი"– ანუ ის სიცოცხლის ენერგია, რომელიც გერგოთ მემკვიდრეობით წინა თაობებისგან. ეს ენერგია კვებავს მთელს ორგანიზმს. ზოგიერთი იღებს ამას დიდი რაოდენობით, ზოგი კი – ნაკლები...

თუმცა, ჩვენს ორგანიზმს გააჩნია რეზერვები ე. წ. სპეციალური "ჯადოსნური ღილაკები, " რომლის ამუშავება სავსებით შესაძლებელია, მხოლოდ მისი ჩართვის საიდუმლო უნდა ვიცოდეთ. ადამიანების უმრავლესობამ კი ეს არ იცის და არ იყენებს.

გთავაზობთ ვარჯიშს:

დადექით პირდაპირ, ხელები შეგიძლიათ წელზე შემოიწყოთ. მაღლა (საშუალო სიმაღლეზე) ასწიეთ მუხლში მოხრილი მარცხენა ფეხი, დახუჭეთ თვალები და დაითვალეთ – რამდენ ხანს შეძლებთ წონასწორობის შენარჩუნებას საყრდენის გარეშე.

თუ 15 წამზე ნაკლები გაძელით – სერიოზულად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას.

კარგი მაჩვენებელია – 1 წუთზე მეტ ხანს თუ გაჩერდებით.

შემდეგ გააკეთეთ იგივე მარჯვენა ფეხით.

ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემთხვევაში, დაიწყეთ ამ ვარჯიშის კეთება საყრდენის გამოყენებით ერთი ან ორი მხრიდან, რომ არ დავარდეთ წონასწორობის დაკარგვის დროს. გაჩერდით იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ. თუ სახლში ვიწრო დერეფანი გაქვთ, შეგიძლიათ თავდაპირველად ამ ადგილას დაიწყოთ ვარჯიშის კეთება, ორივე ხელი კედელს რომ მიაბჯინოთ.

თუ ამ ვარჯიშს ყოველ დღე გააკეთებთ (დღეში რამდენიმეჯერაც შეგიძლიათ), ამით სწრაფად გაიუმჯობესებთ წონასწორობის დაცვის ხანგრძლივობას, როგორც თირკმელების, ასევე ფსიქო-ემოციურ (შიშები და შფოთვა) მდგომარეობას.

1
996
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
996
  
2015, 3 ნოემბერი, 19:57
ათი წუთი ვძლებ
0 1 1