x
image
tekoo
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში "ყველაზე დაბალი წერტილი გადალახულია"

imageრუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში "ყველაზე დაბალი წერტილი გადალახულია". ამის შესახებ მატვიენკომ სომხურ სააგენტო "ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, საკმარისია თუ არა მოსკოვის ძალისხმევა ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების თვალსაზრისით, მატვიენკომ განაცხადა, რომ ორივე მხარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.
"რბილად რომ ვთვათ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არც თუ ისე კარგია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე დაბალი წერტილი გადავლახეთ. როგორც ქართული ისე რუსული მხარე დგამს ნაბიჯებს, რომელიც სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგისკენ, კავშირების აღდგენასა და განვითარებისკენ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისკენ არის მიმართული. ამგვარად, ჩვენ ვმუშაობთ სავაჭრო ურთიერთქმედების, სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენაზე, ხელს ვუწყობთ ტურიზმის, ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას", - განაცხადა მატვიენკომ.
მისი თქმით, რუსი დეპუტატები ამ პროცესს ხელს უწყობენ. ჟურნალისტთან საუბარში მატვიენკო იმედს გამოთქვამს, რომ "კავკასიაში საინტეგრაციო პროცესების განვითარების პროცესში" სომხეთიც ჩაერთვება.

0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0