x
image
tekoo
ცხინვალი გეგმავს, ოსი ხალხის გენოციდის აღიარების თხოვნით რუსეთს მიმართოს
image

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა პარლამენტს საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებული საქმის განხილვის ინიცირება დაავალა. სამხრეთ ოსეთი გეგმავს, გენოციდის აღიარების თხოვნით რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართოს.


“ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი აგრესიის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მისამართით სრულად აღმოფხვრილი არაა. დიახ, 25 წლის მანძილზე ჩვენ დაცულები ვართ რუსეთთან არსებული შესაბამისი ხელშეკრულებებითა და ვალდებულებებით. მაგარამ ჩვენ არ ვართ დაუსახლებელი კუნძული და ვერ დავრჩებით გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების მიღმა”, - განაცხადა თიბილოვმა.


მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალები კვლავინდებურად მხარს უჭერენ საქართველო და მის რევანშისტულ მისწრაფებებს. თიბილოვის განცხადებით, მათი მხრიდან უახლოესი ისტორიის ფაქტების ფალსიფიკაცია არ წყდება.



“მივმართავ პარლამენტს და ვთხოვ დაიწყონ მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარების განხილვის ინიცირება მოხდება, რომელზეც საქართველოაა პასუხსიმგებელი 1920, 1989—1991 და 2008 წლებში”, - ამბობს თიბილოვი.

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0