როგორც ცნობილია, პერიფერიული მხედველობა პასუხისმგებელია ადამიანის მხედველობის ველზე, რომელიც დაახლოებით 190 გრადუსს შეადგენს. თუმცა ზოგჯერ იგი გვაჩვენებს იმას, რაც რეალურად არ არის. ქვემოთ ამ ფაქტის ნათელ მაგალითს მოვიყვანთ.
საკმარისია უბრალოდ განუწყვეტლივ უყუროთ სურათის ცენტრში არსებულ ჯვარს. მალე ნახავთ, როგორ აქცევს თქვენი პერიფერიული მხედველობა ჩვეულებრივ სახეებს "მონსტრებად".
სახეები იწყებს დამახინჯებას, რაც უფრო დიდხანს უყურებთ ჯვარს, მით მეტად მახინჯდება ჩვენთვის კარგად ცნობილი ადამიანები. რატომ ხდება ასე? ქვემოთ შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ შეკითხვაზე.
თვალის ბადურაზე არის ადგილი, რომელსაც ყვითელ ლაქა ეძახიან. მასში მოთავსებულია ყველაზე დიდი რაოდენობით რეცეპტორი, რომელთა წყალობით უფრო ნათლად ვხედავთ გარკვეულ ადგილს. დავარქვათ ამ ადგილს, მაგალითად, მხედველობის ძირითადი ველი. იგი წარმოადგენს ჩვენი მხედველობის მთელი დიაპაზონის დაახლოებით 10%-ს და აღიქვამს იმას, რაზეც უშუალოდაა ფოკუსირებული ჩვენი მხედველობა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენს მხედველობის ძირითად ველში სიცარიელეა, მასში მხოლოდ მუქი ადგილია თეთრი ჯვრით.
ამიტომ ტვინი ცდილობს ინფორმაცია მიიღოს სხვა წყარობიდან. ასეთი წყაროებია მოძრავი ფოტოები მარჯვნივ და მარცხნივ. ეს წყაროები არც თუ ისე "საიმედოა", და ტვინი ცდილობს გააერთიანოს ისინი ერთ გამოსახულებად. ამასთან, იგი ცდილობს დაამუშავოს ფოტოები ძალიან მცირე დროში, რადგან გამოსახულებები სწრაფად იცვლება. ამგვარად, იკარგება სახეების ამოცნობის უნარი და ტვინი უბრალოდ აერთიანებს სხვადასხვა სახეების ნაკვთებს ერთ მთლიანობად. სწორედ ამიტომ ვხედავთ "მონსტრებს".