x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:"ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამ ხალხს კიდევ ერთხელ იყიდი"

imageსაქართველოს პირველი ექს-პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრემიერ მინისტრებს ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი "ფეისბუქის " გვერდიდან მიმართავს:


არ ხდება, არ ყოფილა, არ იქნება - არცერთ ქვეყანაში და მით უფრო,
ისეთში, როგორიც საქართველოა, რომ მთავარი პოლიტიკური მოთამაშე გასული იყოს
პოლიტიკური სივრციდან, თავისუფალი იყოს პასუხისმგებლობისგან, და უბრალოდ
მისი ლანდი დამოკლეს მახვილივით ეკიდოს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა
თავზე...
რაგინდ კარგი ფუნქციონერი იყოს ღარიბაშვილი, როდესაც იგი
არ არის რაიმეში ბოლომდე დარწმუნებული (და მისი ეს ერთი შეხედვით ხისტი
სტილი სწორედ მისი რეალური ძალაუფლების დეფიციტის შენიღბვას ცდილობს), არ
გააჩნია პოლიტიკური ამბიცია, თუ გნებავთ, -
ქვეყანაში, სადაც მთავრობა სამწუხაროდ კიდევ დიდხანს არ და ვერ იქნება
ნორვეგიული თუ ისლანდიური ტიპისა, ყველაფერი მიდის იმ შედეგებამდე, რასაც
დღეს ვუყურებთ.
აქ, ჩვენი
საზოგადოების თავისებურებებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,
ხელისუფალი უნდა იყოს განა მხოლოდ მენეჯერი, არამედ მნიშვნელოვანწილად -
მედიატორი, პოლიტიკური ფიგურა, ავტორიტეტი ამ სიტყვის კარგი გაგებით. სულაც
არ მინდა დავაკნინო ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მას, რომც ჰქონდეს
პრეტენზია, უბრალოდ დღეს არავინ აძლევს ამის საშუალებას!
ძვირფასო
ბიძინა! ამას არავინ გეტყვით, ვერავინ გაგიბედავთ - იმ "სასტავიდან",
ვისაც მილიონები დაურიგე, რომ გვერდში დაგდგომოდენ! თანაც, არა წეს არს
გურჯისტანსა შინა ცუდის უბნობა უფროსისა თანა... (wink ემოცია)


არც შენი მილიონები მაინტერესებს, არც თანამდებობა და არც რაიმე მჭირდება.
უბრალოდ მინდა ხვალ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო და ჯერ კიდევ იმედი მაქვს,
რომ ამას თქვენი ხელისუფლება შეძლებს! არ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი, ჩემი
მეგობრების, ნაცნობების შვილები, უბრალოდ - პატარები, იმ ჯოჯოხეთში
გაიზარდონ, რაც მე მინახავს!
დღეს ამომრჩევლების მინიმუმ 50-60
პროცენტი სრულ გაურკვევლობაშია. ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამ ხალხს
კიდევ ერთხელ იყიდი. და სწორედ ეს არის ტრაგედია! მთავრობა ფიქრობს: რაც
უნდა მოხდეს, რაც უნდა მივქაროთ, ბიძინა აგერ არის! ბიძინა ფიქრობს: ამათ
რაც უნდა გააფუჭონ, ბოლობოლო არჩევნებზე ყველას ვიყიდი! ძალიან მალე
დარწმუნდებით, რომ ამ ხალხს უკვე ვეღარავინ მოატყუებს.


მოკლედ: ან აიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ ქვეყანაზე და გააკეთებ იმას, რის
ვალდებულიც ხარ ამომრჩევლის წინაშე, ან დაკარგავ ყველაფერს, რაც შენთვის ამ
ქვეყანასთან არის დაკავშირებული. თუ ის უბრალოდ საკუთარ ცოტა მოზრდილ
რეზიდენციად მიგაჩნია...!
ეს არის ჩემი მოკრძალებული პროგნოზი. წელიწადზე ნაკლებ დროში ყველა ყველაფერში დარწმუნდებით...
image

1
777
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
777
  
2015, 31 ოქტომბერი, 15:01
ცოტნე მართალი ხარ ისე, როგორც არასდროს
0 1 1