x
image
lady.ge
მილანის მოდის კვირეული გრძელდება
imageDolce&Gabbana-ს მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ძირითადი ქსოვილი სამეფო ხავერდი და მაქმანი გახლავთ, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია მათი კოლექციები.
შავი ხავერდის კაბების ოქროს ნაქარგი მოგაგონებდათ ოქროთი მოვარაყებულ სურათებს და სარეკეებს, ანგელოზების გამოსახულებიან საყურეები ძველებურ შანდლებს წააგავდა, რთული მრავალფეროვანი ნახატები კი სამეფო გობელენებს იმეორებდა.

აღსანიშნავი მაქმანის საყელოები, რომელსაც ევროპის სამეფო ოჯახი ატარებდა, ასევე რუშები და დეკორი მსხვილი ქვებით.

კოლექციაში ძირითადი აქცენტი გაკეთდა წელზე.

Missoni-ს კოლექციის ჩვენება გაიმართა მილანის უნივერსიტეტში.

კოლექცია გამოირჩეოდა მრავალშრიანობით-მსუბუქი აბრეშუმის კაბაზე ზემოდან ტყავის ლაბადა, შემდეგ ნაქსოვი კარდიგანი ან მოსასხამი-ბოლერი, შემდეგ კი მილიტარის სტილის პალტო ა ბეწვის ჟილეტი.

Salvatore Ferragamo-ს ახალი კოლექციის პირველი ნაწილი მილიტარის თემაზე იყო აგებული. ქსოვილებიდან არჩეული იყო ტყავი, ხავერდი, ბეწვი. მეორე ნაწილი კი ესპანური ცხელი ზაფხულის თემას მიეძღვნა.

კაბები, ქვედაბოლოები, ბლუზები კატალონიის ფერებში იყო გადაწყვეტილი.

Versus ახალი კოლექცია მეტად მინიმალისტური და თანამედროვე იყო. გრაფიკული ფორმები, ძირითადად მუქი ფერები, ბევრი ტყავის დეტალი და ძირითადი სიგრძე-მინი.

image

image

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:lady.ge
lady.ge
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0