x
image
TaFLiKa
ანკარის სადგურთან სასაკლაო "ისლამურმა სახელმწიფომ" მოაწყო - თურქეთში არეულობა გრძელდება
imageთურქეთში 1 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სავარაუდოდ, ეს ორიოდე დღე, რაც არჩევნებამდე დარჩა ურთულესი იქნება ქვეყნისთვის. ვითარება სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა მიზეზით პერმანენტულად იძაბება.


ერთ-ერთი ბოლო არეულობა მედიაზე შეტევას მოჰყვა. პოლიციამ ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის - "Kanalturk"-ისა და "Bugun TV"-ის, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები შტურმით აიღო. აღნიშნული მედიასაშუალებები "კოზა-იპეკის" ჰოლდინგს ეკუთვნის, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერის, ფეითჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.


ტელეკომპანიების შენობასთან მისული აქტივისტები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს, რასაც ტელეკომპანია "Bugun TV" პირდაპირ ეთერში გადასცემდა.


თურქეთის ხელისუფლებამ ასევე, "კოზა-იპეკის" ჰოლდინგში შემავალი 22 კომპანიის მმართველობა ჩაიბარა. სექტემბერში, თურქმა სამართალდამცველებმა ამ კომპანიებში და ჰოლდინგის მფლობელის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.



თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰოლდინგი აშშ-ში მცხოვრებ ფეითჰულა გიულენს ფინანსურ დახმარებას უწევდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.


"ევრონიუსის" ინფორმაციით, თურქეთში მომხდარ მოვლენებს ევროკავშირი გამოეხმაურა და ოფიციალურ ანკარას, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.
ამასობაში ანკარაში მომხდარ სისხლიანი ტერორისტული აქტის პირველადი შედეგები გახმაურდა, თურქეთის ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ტერაქტი "ისლამურმა სახემწიფომ" მოაწყო. ოფიციალური განცხადება გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ: ”ტერორისტული აქტის მიზანი მოახლოვებული არჩევნების საბოტაჟის საფუძველზე პოლიტიკური სტაბილურობის დარღვევა, ასევე სამთავრობო მმართველობის გართულება იყო. ყოველ შემთხვევაში, ეს შეცვლიდა პოლიტიკურ სურათს, რომელიც გამოჩნდებოდა არჩევნების შემდეგ”. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა დაიგეგმა სამხრეთ-აღმოსავლეთით გაზიანტეპის პროვინციაში.
მოგეხსენებათ, 10 ოქტომბერს ანკარაში მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმდინარეობისას, ორმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

მას შემდეგ, რაც გამოააშკარავეს ერთ-ერთი დამნაშავის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი, პოლიტიკოსებმა ამ ფაქტში ტერორისტთა მთელი სპექტრი დაადანაშაულეს, ხოლო რეჯებ ტაიპ ერდოღანის მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფო" და ქურთი აჯანყებულები ამ კონკრეტული დანაშაულისას თანამშრომლობდნენ.

თუმცა ამას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ანალიტიკოსები. ამ მოვლენების შემდეგ, თურქმა პოლიციელებმა “ისლამური სახელმწიფოს”

30 მებრძოლი დააკავეს. რეიდების ახალ ტალღას ახალი მსხვერპლი მოჰყვა - სპეცოპერაციისას პოლიციის 2 ოფიცერი და 7 ექსტრემისტი დაიღუპა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალაქების კონიასა და კუმრას შტურმით აღებისას, ექსტრემისტებს შორის ქალიც აღმოჩნდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, ანკარაში მომხდარ ტერაქტში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ და ქურთების სამხრედრო ჯგუფმა დიდი როლი ითამაშეს. აჰმედ დავუთოღლუს თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

0
95
4-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0