x
image
ნინონი79
როგორია ნამდვილი სიყვარული?
image

ფიქრობთ ამ კითხვაზე პასუხებს ჩამოვწერ? არანაირად, მე არ ვიცი რა არის სიყვარული, უბრალოდ კითხვას ვსვამ, თუნდაც იმიტომ, რომ მეშინია არა ამ გრძნობის, არამედ იმ საზოგადოების, რომლებსაც სიყვარულის სტანდარტული წესები იციან.

მე ნამდვილი, სუფთა და დიდი სიყვარული მაინტერესებს რა არის და როცა სტანდარტულ შეხედულებებს ცდება წარმოდგენა ამ გრძნობაზე, იბადება კითხვები. რათქმაუნდა, სიყვარული ღმერთია და ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი, ღვთიური, რის გამოც შესაძლებელია გიყვარდეს. გიყვარდეს არა მხოლოდ ადამიანი, ზოგადად ყველაფერი ირგვლივ; სიცივისგან შენობის კუთხეში ატუზული ტალახიანი ძაღლიც კი...

image


ქრისტიანული სიყვარულია დედმამიშვილის, ნათესავ-მეგობრების და მშობლების სიყვარულის გარდა უცნობი ადამიანებისადმი სიყვარული თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის შვილები ვართ ყველანი. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორც წესი, ბოლო დროს რატომღაც ძალიან რთულია წყვილის სიყვრული მთელი ცხოვრების მანძილზე...

image

ჰოდა გავაგრძელებ შეკითხვების დასმას;

შესაძლებელია თუ არა ერთგულ ცოლს უყვარდეს მოღალატე ქმარი? ან ერთგულ ქმარს მოღალატე ცოლი????? თუ სიყვარული ყველაფრის პატიებას მოიცავს და თუ ერთმანეთის უარყოფითიც უნდა გვიყვარდეს რატომაც არა?? არსებობს თუ არა ზღვარი სიყვარულსა და სიმართლეს შორის? ვალდებულებას და სიყვარულს შორის?? დათმობას და სიყვარულს შორის????? თუ სიყვარული ვალებულება+სიმართლე+დათმობაა და სხვა არაფერი???

imageimage
შესაძლებელია თუ არა ჯვრისწერით და ხელმოწერით შექმნილ წყვილს არ უყვარდეს ერთმანეთი და ამ დროს სადღაც ჩუმად, წლების მანძილზე, ყველასგან მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს შეყვარებული წყვილი და შორს წასული ურთიერთობა ჰქონდეთ????...ჩუმად იმიტომ კი არა, რომ რომელიმე დაოჯახებულია და ამას ამიტომ მალავს, უბრალოდ იმიტომ, რომ არ სურთ სხვების განსახილველი გახდეს მათი სიყვარული, ხელშეუხებელი იყოს და ნათესავ-მეგობრებმა არ აფათურონ ხელები... (ვიცნობ ასეთ წყვილს და თეთრი შურით მშურს მათი)...

image

ეჭვიანობა რა თვისებაა???? ავადმყოფობა თუ სიყვარულის აღმნიშვნელი აუცილებელი ატრიბუტი??? სად არის ზღვარი სიყვარულსა და ეჭვიანობას შორის?? იქნებ როცა ნამდვილად გიყვარს, ეჭვიანი არასდროს ხარ იმიტომ, რომ გწამსმისი?? და თუ აღმოჩნდა რომ გიღალატა???? ხომ რწმენას უღალატა არაა???? შესაბამისად, საბოლოოდ, აუცილებელია თუ არა ეჭვიანობა?

image

ფიზიკური სილამაზე აუცილებელი პირობაა სიყვარულისთვის?

სექსი გადამწყვეტია თუ არა წყვილის ერთგული სიყვარულისთვის? თუ გადამწყვეტია, მაშინ რა გამოდის, მთელი სიცოცხლე შეუძლებელია მათი ერთად ყოფნა??? გამოდის, რომ სანამ კლიმაქსი არ დაემართებათ მანამდე უგებენ ერთმანეთს??????
ბოლოსდა ბოლოს სიყვარული სექსია თუ სექსი სიყვარულის გამოხატულებაა უბრალოდ????

image

imageimage
რა შემთხვევაში ანელებს ბავშვი წყვილის სიყვარულს? მართლა ამყარებს ერთმანეთის მიმართ კიდევ და კიდევ უფრო იმ ძლიერ გრძნობას, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში ძალიან ძლიერი იყო??? თუ ბავშვი როგორც ვალდებულება ისე აკავშირებს ცოლ-ქმარს წლების მატებასთან ერთად????

რა არის სიმართლე?????

თავს ხომ არ იტყუებთ როცა ამბობთ რომ გიყვართ და გეყვარებათ სიცოცხლის ბოლომდე????


2
262
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
262
  
2015, 30 ოქტომბერი, 18:59
მადლობა, მომეძალა წვეტიანი ფიქრები რაღაც...
2015, 30 ოქტომბერი, 18:55
ძალიან მომეწონა, საინტერესო სტატიაა ! გავაზიარე, რა თქმა უნდა :)
0 1 2