საქართველო "ვაიბერი რომ ისმინებოდა, ისედაც ვიცოდი" - ნანუკა ჟორჟოლიანი 2015, 30 ოქტომბერი, 9:53 ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ისედაც იცოდა, ვაიბერი რომ ისმინებოდა.
"ჩემს კოლეგებთან ერთად, ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობას. ძალადობას რომ ვემიჯნები, უკვე გითხარით. ახლა სხვა დეტალებზე მინდა ყურადღების გამახვილება. 1. გამოდის, ახვლედიანს ამბავი ნიკამდე სწორად მიუტანია. ნიკამ თქვა, რომ მისი და მიხეილ სააკშვილის ჩანაწერები გავრცელდებოდა. 2. იმედია, ახვლედიანის სხვა გზავნილიც არ ახდება. პირად ცხოვრებას რომ ეხებოდა. 3. ეს ჩანაწერი თუ მთავრობის დამხობას ნიშნავს, 2007 წელს განხორციელებული ჩანაწერი რატომ არ ნიშნავდა იგივეს. პრივეტსვუიუ მაესტრო და სხვები…. 4. აღარაფერს ვამბობ ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერზე, სადაც მინისტრის დაძინებას პირდაპირ ითხოვდა, რომელზეც საქმე აღძრა ბიძინამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ლოგიკა? 5. ამ კადრების გავრცელების მიზანი ალბათ უფრო მეტად რუსთავი 2- ის ჩამოშლა იყო. არ გამოვიდა იმიტომ რომ კურიერელებმა ყველაზე კარგად იციან, იქ, სადაც ძალადობა იქნება, ისინი არ იქნებიან და დღეს, ერთ გუნდად შეიკვრნენ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ავანტიურებზე მაღლა დადგნენ. 6. რომ გვეუბნებით ნაციონალებს გაემიჯნეთო, მოდით, სხვებმა დაგვიცავით და თქვენს გვერდით ვიქნებით. ვდგავართ ყველასთან ვინც გვიცავს! ყველასთან! 7. და ბოლოს, ვაიბერი რომ ისმინებოდა ისედაც ვიცოდი.." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. 508 7-ს მოსწონს
|