x
image
TaFLiKa
84 წლის მედიამაგნატს რუპერტ მერდოკს, მიკ ჯაგერის ყოფილ ცოლთან აქვს რომანი
imageრუპერტ მერდოკი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია: 84 წლის მაგნატი მიკ ჯაგერის ყოფილ მეუღლეს, 59 წლის მოდელს ჯერი ჰოლსს ხვდება.


"ეს უცნაურია, მაგრამ ისინი ერთად თავს საუკეთესოდ გრძნობენ", განუცხადეს ჟურნალისტებს მერდოკის მეგობრებმა.


ცნობისათვის, 2013 წელს, მედიამაგნატი ვენდი დენგს დაშორდა. "News Corporation"-ის აღმასრულებელ დირექტორთან მერდოკმა 14 წელი გაატარა, მაგრამ სავარაუდო ღალატის გამო, რომელზეც პრესა წერდა, მედიამგნატმა მეუღლე მიატოვა.


გავრცელებული ინფორმაციით, ვენდი დენგს რომანი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან.



მსოფლიოში ერთერთი უმდიდრესი ადამიანის ახალ შეყვარებულს, მიკ ჯაგერის ყველაზე დიდ სიყვარულს უწოდებენ. ჯერი ჰოლსმა ჯაგერთან 9 წელი გაატარა და 4 შვილი გაუჩინა. მათი განქორწინების მიზეზი კი ბრაზილიელი მოდელი ლუჩანა მორადი გახდა.
მიკ ჯაგერსა და ჯერის შორის ურთიერთობა მაშინაც დაძაბული იყო, როცა მომღერალს რომანი ჰქონდა საფრანგეთის პირველ ლედისთან, კარლა ბრუნისთან.


როკერმა ბევრჯერ სთხოვა მეუღლეს შერიგება, მაგრამ არანაირმა არგუმენტმა არ იმოქმედა მასზე.


შეგახსენებთ, რომ რუპერტ მერდოკი სამჯერ იყო დაქორწინებული: პირველად მისი მეუღლე იყო გამყიდველი პატრისია ბუკერი, შემდეგ ჟურნალისტი ანა ტორვი და ბოლოს, ბიზნესპარტნიორი ვენდი დენგი.

2
240
3-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
240
  
2015, 3 ნოემბერი, 20:42
ეგ ლოგინში სუ რეკორდებს დაამყარებს ტო...... როჟაზე ეტყობა
2015, 30 ოქტომბერი, 13:21
ვა მოხუცი ნახე რაა:D
0 1 2