x
image
TaFLiKa
ადამიანის ამოცნობა გეომეტრიული ფიგურების საშუალებით
გაეცანი ადამიანის ახალი აღმოჩენის ტიპს. თქვენ შეძლებთ ყველაფრის ერთ წამში

ამოცნობას, თუ რას ფიქრობს შენს გვერდით მდგომი პიროვნება შენზე. ამისთვის აღარ

დაგჭირდებათ ფილოსოფიური კითხვების დასმა. ფსიქოლოგო ჯინ ჰენრი ამბობს, რომ

სიმბოლოებით შეგვიძლია გავიგოთ ადამიანის ემოციური მდგომარეობა, თუ რა აწუხებს


მას ან რისკენ არის მიდრეკილი ცხოვრებაში ყველაზე მეტად. ამასთან ერთად კომპანია

"Cosmopolitan" და "Anews" გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი სავსებით

შესაძლებელია და თავად ეს კომპანიებიც სწორედ ამ ხერხს მიმართავენ ხშირ

შემთხვევაში. ახლა კი გავეცნოთ ფიგურებს და მის შემდგომ ახსნებს.


სამკუთხედი


იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა შეგვიძლია ამ ფორმასთან დაკავშირებულ სახის მქონე

ადამიანზე ვთქვათ რამე მაგალითს მოგიყვანთ ბრიტანელ მსახიობზე და მომღერალზე

კელი ოსბორნზე, მოგეხსენებათ კელი ცნობილი როკ-მუსიკოსის ოზი ოსბორნის

ქალიშვილია. ამ ტიპის სახის მქონე არისპირის მაღალი ძვლებით და შედარებით

ვიწრო შუბლით.

image


სამკუთხედი ფორმის სახის მქონე ადამიანებს ახასიათებთ შედარებით მაღალი დონის

პასუხიმგებლობა. ისინი ხშირად უკავშირებენ თავიანთ ცხოვრებას შესაბამის პროფესიას. სამკუთხედი ფორმის სახე ხშირ შემთხვევაში გამოხატავს დეპრესიულ ადამიანს.

სწორედ ამ ტიპის კლასს მიეკუთვნება კელი ოსბორნიც. ამ ფორმის მქონე ადამიანებს

ხშირად ემართებათ მოუსვენრობა, სულ რაღაცის კეთების სურვილი აქვთ, სწორედ

ამიტომ მათ შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა ცხოვრებაში.


კვადრატი


ფართო შუბლი და ფართო ყბა, ძირითადი შემადგენლობა არის გამოყოფილი კუთხეები სახის ირგვლივ, ეს სვათა შორის ძალიან გავრცელებული სახის ფორმაა. შემოგთავაზებთ ამ სახის მქონე მაგალითს ჰოლივუდის მსახიობს დემი მურს და კიდევ ანჯელინა ჯოლს.


imageimage


ექსპერტი აცხადებს, რომ ამ სახის ტიპის ადამიანებს ახასიათებთ ანალიტიკური გონება და გამძლე ფსიქოლგია, ასევე გამოირჩევიან ენთუზიაზმით, აქციონ ყველაფერი თავის

საქმედ და შემდეგ მიხედონ მას. ნიუ-იორკელი მკვლევარების აზრით ამ ტიპის

ადამიანებს აქვთ ერთი კარგი თვისება საიმედოობა, და მათ თავისუფლად შეიძლება

დავავალოთ საპასუხისმგებლო საქმე.


ოვალი


თუ თქვენს გვერდით დგას ნათელი ოვალური სახის მქონე ადამიანი შეგიძლიათ

დანამდვილებით იცოდეთ ერთი რამ, რომ ის მხოლოდ კარიერულ წინსვლაზეა

ორიენტირებული. ჯინ ჰენრი ამბობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებ

თანაგრძნობა და გამოუვალ სიტუაციაში შესაბამისი ქმედების უნარი. იმისათვის რომ

უფრო გაგვიადვილდეს მიხვედრა შემოგთავაზებთ მაგალითის სახით მსახიობ

უმა თურმანს.


image



გული


ასეთი სახის მქონე ადამიანებიც გვხვდება, ეს ფორმა მოიცავს ფართო შუბლს და პატარა ნიკაპს, მაგალითის სახით მოგიყვანთ ამერიკელ მსახიობს რიზ უიზერპუნს.


image


ჯინ ჰენრის თქმით ამ სახის ადამიანებს ახასიათებთ განსაკუთრებული სიჯიუტე,

მათთან კამათს როგორც წესი აზრი არ აქვს, არიან ძალიან აგრესიულები.


რომბი


ფართო ძვლები წვრილი ნიკაპითა და წვრილი შუბლით, რომელიც ქმნის ალმასის

ფორმის სახეს, მაგალითის სახით შეგვიძლია მოგიყვანოთ ჰოლი ბერი.


image


ჯინ ჰენრი აღწერს შემდეგ ნაირად, მათ აქვთ მკვეთრი ენა და სურვილი, რომ

ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდეთ, მთავარი ესაა რაც ამ სახის ტიპის ადამიანებზე უნდა იცოდეთ. ძალიან არ უყვართ როცა მას აკრიტიკებენ ან ჭორავენ. ყოველთვის

იციან რა უნდათ, საქმეს მასიმალური ხარისხით აკეთებენ - ამ ყველაფერში ექსპერტი

დარწმუნებულია.

1
640
5-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
640
  
2015, 13 ოქტომბერი, 16:39
ეს საინტერესოა
0 1 1