მოვლენები Victoria’s Secret-ის ანგელოზის თვალით დანახული სომხეთი 2015, 29 ოქტომბერი, 9:50 ცნობილი გამოცემა Vogue-ის რუსული რედაქციის მესვეურები სომხეთს სტუმრობდნენ და თან მოიწვიეს Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი "ანგელოზი", ახალზელანდიელი ტოპ-მოდელი სტელა მაქსველი(Stella Maxwell), რომელმაც შემოგვთავაზა ფოტოსესია სომხური ნაციონალური ხალიჩების და ქვეყნის პეიზაჟის ფონზე, მოდელი გამოწყობილი იყო Givenchy, Chloé-ის და სხვა ბრენდების სამოსში.სტელამ აგრეთვე მოირგო სომხური ნაციონალური კოსტუმებიც.
ფოტოსესიის ავტორი გახლავთ დავიდ მუშეგიანი, სომხური წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფი, იგი პირველად რამდენიმე თვის წინ იყო თავის ისტროიულ სამშობლოში და მოიხიბლა მისი პეიზაჟებით. ფოტოგრაფმა შემდეგი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა Instagram-ზე. "სტელა მაქსველთან და Vogue Russia-სთან ერთად ჩვენ ვიმოგზაურეთ სომხეთში, ძალიან ვღელავდი, მე სომეხი ვარ და ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო განეხორციელებინა ეს ფოტოსესია სტელასთან ერთად." მათი ნამუშევარი გამოქვეყნდა ჟურნალ Vogue Russia-ში სახელწოდებით:«Армения за три дня вместе с командой Vogue Россия» ძველი შესანიშნავი მონასტრები, კინომატოგრაფიული პეიზაჟები და თანამედროვე სომხეთის ნაციონალური გმირები... გთავაზობთ Vogue-ს და Victoria’s Secret-ის ანგელოზის, სტელა მაქსველის თვალით დანახულ სომხეთს. ფოტოზე:სტელა მაქსველი ცნობილ მედუდკე ჯივან გასპარიანთან ერთად, ავტორი საუნდრეკისა "გლადიატორი", "ოქროს გლობუსის" მფლობელი. ფოტოზე:სტელა მხატვარ ლუსიკ აგულეცისთან ერთად, -საკუთარი მუზეუმის მფლობელი და ნაციონალური კოსტუმების კოლექციონერი. 225 5-ს მოსწონს
|