მსოფლიო სააკაშვილის პირველი მარცხი ოდესაში 2015, 29 ოქტომბერი, 4:20 მას შემდეგ რაც ოდესის საქალაქო საარჩევნო ადმინისტრაციამ 25 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულ ოდეისის მერად გენადი ტრუხანოვი (ყოფილი მერი და იანუკოვიჩის თანაპარტიელი) გამოაცხადა, ხოლო ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პროტეჟემ ორჯერ ნაკლები ხმები აიღო, უკრაინული მედია ოდესაში სააკაშვილის პირველ მარცხზე ალაპარაკდა.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თავისი მრჩევლისა და მერობის კანდიდატ საშა ბოროვიკის გამარჯვება მეორე ტურშიც გამორიცხა, ის არჩევნების გაყალბებაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მიუხედავადა პირველ ადგილზე გასვლისა, ტრუხანოვს 52% არ მიუღია და ეს მაჩვენებელი არჩევნების “ძველებურად“ ჩატარებისა და გაყალბების შედეგი იყო. მან გამარჯვებულ მერს ამის აღიარებისკენ და მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რასაც ტრუხანოვი რა თქმა უნდა არ დათანხმდა. თუმცა ტრუხანოვმა განაცხადა, რომ ხმების ხელახალი გადათვლის წინააღმდეგი არაა. 27 ოქტომბერს საღამოს მოწყობილ ბრიფინგზე, სააკაშვილმა გაყალბებასთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადებების პარალელურად ოდესელებს “ხმებისა და მათი მომავლის ქურდებისაგან“ განთავისუფლებას დაპირდა, რაც “ქურდებთან ბრძოლის კომიტეტის“ შექმნაში უნდა გამოხატულიყო. დარღვევების გამო სასამართლოში ბოროვიკის მიერ შეტანილ სარჩელის დაცვისკენ და პროტესტის გამოხატვისკენ, თავად ბოროვიკმაც მოუწოდა მომხრეებს, რაც მეორე დღეს სასამართლოსთან გამართული აქციით დასრულდა. უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის გუბერნატორის მიერ დაანონსებულ “ქურდებთან ბრძოლის კომიტეტის“ შექმნის პრეზენტაციაზე, რომელიც გუბერნატორის აზრით 15-20 კაცით უნდა დაკომპლექტებულიყო, 28 ოქტომბერს სააკაშვილთან დარბაზში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც სააკაშვილს მოუსმინეს და რომლებიც მისი გამოსვლის შემდეგ დარბაზიდან კომიტეტის შესაძლო წევრების სახელსა და გვარებს გაჰყვიროდნენ. სააკაშვილი კი – ამ გვარებს ინიშნავდ, თუმცა კომიტეტი ამ შეკრებაზე არ შექმნილა“ აცხადებს უკრაინული მედია. 1257 4-ს მოსწონს
|