x
image
tekoo
ევროპა მიგრანტების ბანაკებს აფართოებს
imageევროკავშირის სამიტამდე შედგა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამი სახელმწიფოს, ბულგარეთის რუმინეთისა და სერბეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის პრემიერმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნები არ აპირებენ ბუფერული ზონის როლის შესრულებას და მზად არიან მიგრანტებისთვის ჩაკეტონ საკუთარი საზღვრები, თუ ამას გააკეთებენ გერმანია და ავსტრია. უნგრეთს უკვე ჩაკეტილი აქვს საზღვარი სერბეთთან და ხორვატიასთან, რის გამოც ლტოლვოლებს ავსტრიისა და გერმანისკენ მიმავალი გზა გაუგრძელდათ. ამან დამატებითი პრობლემები შექმნა სერბეთში, ხორვატიაში, სლოვენიასა და რუმინეთში.

imageimage

კვირას ჩატარდა ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომლის მოწვევის ინიციატორიც იყო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. მას დაესწრო კავშირის წევრი 10 სახელმწიფოს პირველი პირი. ცხადია ისინი, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ მიგრანტების კრიზისი, ასევე ალბანეთის, სერბეთისა და მაკედონიის ხელმძღვანელები.

imageimage


სამიტზე გადაწყდა ლტოლვილების მიმღები ცენტრების გაფართოვება და ახლების აგება. უფრო კონკრეტულად ამ ცენტრებში კიდევ 100 ათასი ადამიანის დაბინავების პირობების შექმნა. ამ პროექტისთვის თანხებს გამოყოფს ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროსაბჭოს განვითარების ბანკი. ლტოლვილთა მიღების ცენტრები გაიხსნება სხვადასხვა ქვეყნებში, უმთავრესად ბალკანეთში. საბერძნეთში, რადგან ეს ქვეყანა გეოგრაფიულად აზიიდან წამოსული ლტოლვილებისთვის ევროპის მთავარი ჭიშკარია, უნდა გაიხსნას რამდენიმე დამატებითი ცენტრი, რომელიც 30 ათას ადამიანს დაიტევს. კიდევ 20 ათასი კაცის განთავსების ადგილს შექმნის გაეროს ლტოლვილთა კომიტეტი. გაერო აიღებს პასუხისმგებლობას აგრეთვე ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვადახვა ქვეყანაში მიმღები ცენტრების გახსნაზე, რომლებიც მთლიანობაში 50 ათას ადამიანს დაიტევენ. სწორედ ბალკანეთის ქვეყნებზე გადის გზა, რომლის საშუალებითაც ლტოლვილებს სურთ გერმანიასა და სკანდინავიის სახელმწიფოებში მოხვედრა. ბალკანეთის პატარა სახელმწიფოების რესურსები კი ლტოლვილთა მიღების თვალსაზრისით უკვე თითქმის ამოწურულია. ისე ბალკანეთის გარდა სირიელმა ლტოლვილებმა უკვე დაიწყეს ნორვეგიაში გადასვლა რუსეთის მხრიდანაც.

imageimage

მთლიანად ევროკავშირის სამიტზე შეთანხმებული გეგმა 17 პუნქტიანია, საიდანაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი გამოიყოფა: 1) უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დამატებით 400 პოლიციელი გაიგზავნება ძირითადად სლოვენიასა და საბერძნეთში, საზღვრების დასაცავად და მიგრანტთა ნაკადების გასაკონტროლებლად. 2) უნდა შეწყდეს ლტოლვილთა გადაყვანა მეზობელი სახელმწიფოს საზღვრამდე ამ ყვეყნის წინასწარი გაფრთხილებს გარეშე. 3) ყველა სახელმწიფოში დაინიშნება სპეციალური კოორდინატორი, რომლებიც მიგრანტთა კრიზისის შესახებ ინფორმაციას გაუცვლის მეზობელ სახელმწიფოებს და ევროპის სხვა ქვეყნებს. ლტოლვილთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის გაცვლა ყოველდღიურ რეჟიმში იწარმოებს.

imageimage

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვებით ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტესტია, რომლის ჩაბარებაც უწევს ევროპას. მისი სიტყვებით შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც სცილდება ევროკავშირის იურისდიქციას და აუცილებლად მოითხოვს საქმეში თურქეთის ჩართვას. ჟან-კლოდ იუნკერმა მოუწოდა ყველა ქვეყანას აქტიური მონაწილეობა მიღოს მიგრანტების რეგისტრაციაში და ეს პროცესი უბრალოდ არ გადაულოცოს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი აზრით აუცილებელია ლტოლვილები უზრუნველყონ ღამის გასათევი შენობებით. „დაუშვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში ადამიანებს სიცივეში მინდორში ეძინოთ“ - განაცხადა მან.

0
35
5-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0