მოვლენები "მის საქართველო 2015"-ის კონკურსანტები და მათი პირადი ფოტოები (II ნაწილი) 2015, 28 ოქტომბერი, 11:06 „მის საქართველოს“ ფინალურ შოუმდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წარმოგიდგენთ მორიგ შვიდ კონკურსანტს, რომლებიც მიზნის მისაღწევად ყოველდღიურად დატვირთულ რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე საუკეთესო ფორმაში წარდგნენ. შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს, ბათუმში, ხელოვნების სასახლეში სილამაზის კონკურსი გაიმართება, სადაც მის საქართველო 2015 გამოვლინდება. „იმიჯ ცენტრმა“ „მის საქართველო 2015-ის“ ფინალისტები უკვე გამოავლინა და შერჩეული გოგონები დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადებიან. თითოეული მონაწილის ფიზიკურ მონაცემებს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებული გოგონა „მინი კუპერი კუპეთი“ დაჯილდოვდება და ჩვენ ქვეყანას მის მსოფლიოზე წარადგენს. სულ ფინალისთვის 21 ლამაზი გოგონა შეირჩა, რომელთაგან პირველი შვიდი მონაწილის ფოტოები უკვე შემოგთავაზეთ, ხოლო დარჩენილ მონაწილეებს მორიგ სტატიაში იხილავთ. ნინა არჯევანიძე, 24 წლის, 173 სმ, თბილისიდან. სალი გიგაური, 21 წლის, 176 სმ, რუსთავიდან. ანი ხარაზიშვილი, 22 წლის, 174 სმ, რუსთავიდან. მარიამ ყულჯანიშვილი, 19 წლის, 166 სმ, რუსთავიდან. ნუკა ყარალაშვილი, 24 წლის, 179 სმ, თბილისიდან. მარიტა გოგოძე, 19 წლის, 178 სმ, რუსთავიდან. მაკუნა ამაშუკელი, 23 წლის, 169 სმ, თბილისიდან. 430 8-ს მოსწონს
|