სხვა შავი ხიზილალით გავსებული კუბო 2015, 27 ოქტომბერი, 15:41 მიცვალებულის მაგივრად პოლიციამ კუბოში 500 კილოგრამი შავი ხიზილალა აღმოაჩინა.
ხაბაროვსკის ოლქის შსს-ს თანამშრომლებმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა სარიტუალო მომსახურეობის ავტომობილი, დაეჭვებულმა პოლიციელებმა კუბოში 500 კილოგრამი შავი ხიზილალა აღმოაჩინეს.იუწყება LifeNews-ი. -მამაკაცმა განაცხადა, რომ გადაჰქონდა გარდაცვლილი ქალის გვამი სოფელ მაიაკ ნანაისკიდან ხაბაროვსკში, ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერის პერიოდში პოლიციელებმა მძღოლს სთხოვეს გაეხსნა ავტომობილის სალონი, სამგლოვიარო გვირგვინების ქვეშ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ხიზილალით სავსე პლასტიკური კონტეინირები, სავარაუდოდ ზუთხისებრთა ჯგუფიდან.-განაცხადა რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენლემა ელენა ალექსეევამ. ამის შემდგომ პოლიციელებმა მოითხოვეს კუბოს გახსნა, მიცვალებული იქ არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ კუბო გატენილი იყო თერმოშეფუთული კონტეინერებით, გახსნისას იქ აღმოჩნდა შავი ხიზილალა. დაკავებული იქნა სარიტუალო სააგენტოს ორი თანამშრომელი, მათ განაცხადეს, რომ უცნობმა მამაკაცებმა ითხოვეს მიცვალებულის გადასვენება ხაბაროვსკის მორგიდან, მათვე ჩატვირთეს კატაფალკაში კუბო და გვირგვინები, ხოლო მძღოლს მომსახურეობისთვის 25 ათასი რუბლი გადაუხადეს. 134 7-ს მოსწონს 1-ს არა
|