საბუნებისმეტყველო უცნაური თევზი 2012, 26 მაისი, 18:21 "Bareleye" ახლა გამოჩნდა ასპარეზზე. მეცნიერებმა ის დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ შესაბამის გამოკვლევებამდე მისი არსებობა არ გაამჯღავნეს. მისი "თვალები" 360 გრადუსით ტრიალებს, თუმცა ისინი სულაც არ ასრულებენ თვალების მოვალეობას. ამ საოცარ თევზს გამჭვირვალე თავის ქალა აქვს და შიგ მოთავსებული 2 მწვანე სფეროს მსგავსი ორგანო ასრულებს მხდველობის ორგანოს ფუნქციას. მისი აღქმის ეს ორგანო ზედმეტად მგრძნობიარეა სინათლეზე და ამის გამო იგი ოკეანის სიღრმეებში ბინადრობს. ნაკლებად მოძრავ წყლებში უყვარს მას ცხოვრება. იგი თითქმის ოკეანის ფსკერზე, უმოძრაო წყალშია. ისინი აღმოაჩინეს ტროპიკულ-ზომიერი სარტყელის წყლებში: ატლანტიკის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებში. მისი სახელწოდება "Opisthoproctidae" არის მიღებული ბერძნული სიტყვიდან: opisthe ("უკან") და proktos ("ტანში"). რაც თანიდან ხედვას ნიშნავს. 432 8-ს მოსწონს
|