x
image
cxvedo
საოცარი ნამარხები - გიგანტები (ნაწილი მეორე)
1971 წელს Queensland-ში ფერმერმა, Stephen Walker-მა საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას აღმოაჩინა დიდი ზომის ყბის ძვლის ფრაგმენტი, რომელზეც 5 სანტიმეტრი სიმაღლის კბილები იყო.


1979 წელს ცისფერ მთებში ადგილობრივებმა მიწის ზედაპირზე აღმოაჩინეს ქვა, რომელზედაც აღბეჭდილი იყო ფეხის ნაკვალევი და მკაფიოდ ეტყობოდა 5 თითი. ეს ფეხის ანაბეჭდი სიგანით - 17 სანტიმეტრი, ხოლო სიგრძით 60 სანტიმეტრი იყო. ანაბეჭდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი პატრონი 6 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო.


image

Malgoa-ს ახლოს აღმოაჩინეს გიგანტური ნაკვალევი, რომლის სიგრძე 130 სანტიმეტრი იყო. ნაკვალევი გაქვავებული ლავის გამო მილიონობით წლის მანძილზე თითქმის უნაკლოდაა შენახული. სავარაუდოდ იგი პირველი ჰომო საპიენსის კვალია, რომელიც ავსტრალიის კონტინენტზე გამოჩნდა (თუ, რა თქმა უნდა, თეორიები სწორი აღმოჩნდება). ცხადია ავსტრალიელი აბორიგენები არ იყვნენ კონტინენტის პირველი მცხოვრებლები. საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ მათი ლეგენდები ეძღვება გიგანტურ ადამიანებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.



Neanderthal


ერთერთ უძველეს წიგნში, სახელწოდებით - "ისტორია და ანტიკურობა", რომელიც ინახება ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, არსებობს ჩანაწერები გიგანტური ჩონჩხის შესახებ, რომელიც შუა საუკუნეებში Cumberland-შია აღმოჩენილი.


image


იგი აღმოაჩინეს მიწაში 4 იარდის სიღრმეზე. მისი სამხედრო "კაბა", საბრძოლო იარაღები და მიუთითებენ იმაზე, რომ იგი გარდაიცვალა ბრძოლის დროს. "დიდი კაცის" კბილი 17 სანტიმეტრი სიგრძის იყო.


1877 წელს ნევადის ახლოს, ოქროს მაძიებლებმა მიწიდან ამოშვერილი რაღაც შეამჩნიეს. გათხრების შედეგად ადამიანის ფეხის ძვალი აღმოჩნდა. სავარაუდოდ ეს იყო მოტეხილი ფეხი. მის პატრონს ფეხი ჩაუვარდა კვარციტში, რომლიდანაც ამოღება თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ კარგად შემოინახა ფეხის ძვლები. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ფეხი მამაკაცს ეკუთვნოდა. ძვლის ასაკი 185 მილიონ წელზე მეტით თარიღდება, ეს კი დინოზავრების ერაზე ბევრად უფრო ადრინდელია (დინოზავრები 70 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. უკანასკნელი დინოზავრი 65 მილიონი წლის წინ მოკვდა). მუზეუმების მიერ გაგზავნილმა მკვლევარებმა (მთელი ჩონჩხის პოვნის იმედით) მეტი ვერაფერი აღმოაჩინეს.


image


image


1936 წელს გერმანელმა პალეონტოლოგმა და ანთროპოლოგმა ლარსონ კოლმა ცენტრალურ აფრიკაში ტბის სანაპიროზე გიგანტური ადამიანის მსგავსი არსებების ჩონჩხები აღმოაჩინა. 12 მამაკაცი, რომელიც ერთად იყვნენ დაკრძალულნი, 350-375 სანტიმეტრი სიმაღლისანი იყვნენ. უცნაური და აღსანიშნავია ისიც, რომ მათი თავის ქალა ნიკაპისკენ შესამჩნევად ვიწროვდებოდა და კბილები ორ რიგად ჰქონდათ ზედა და ქვედა ყბაზე.


image


არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთში მასობრივი დაკრძალვების დროს აღმოაჩინეს გაქვავებული თავის ქალა, რომელიც 55 სანტიმეტრი სიმაღლის იყო, რომელიც ზრდასრული ადამიანის თავის ქალაზე 3-ჯერ დიდია. გიგანტური თავის ქალა ყველანაირად პროპორციულია და მისი პატრონი სავარაუდოდ 3.5 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო.


image


1950 წელს გზის მშენებლობაზე მუშებმა აღმოაჩინეს გაქვავებული ჩონჩხის ფრაგმენტები (თავის ქალა, ხერხემლის მალის ნარჩენები და ფეხის ძვლები). თავის ქალა სიმაღლით - 58, ხოლო სიგანით 30 სანტიმეტრი იყო. ამ გიგანტსაც კბილის წყება ორმაგი ჰქონდა, როგორც აფრიკაში აღმოჩენილ გიგანტებს.


ცნობილია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელების გარკვეულ ტომებში თავის ქალაზე კამეჩის ტყავს უჭერდნენ მოზარდებს, რათა იგი სიგრძეში გაზრდილიყო, მაგრამ ეს თავის ქალები ჩვეულებრივი თავის ქალების ზომებთან შედარებით 3-ჯერ დიდებია, ფეხის ძვლების სიგრძეები კი 150-180 სანტიმეტრია.


9
316
19-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
316
  
2013, 5 მაისი, 22:25
არა, ძალიან მაგარი სტატიაა რა.ამ ჩონჩხებზე ბევრი წამიკითხავს, მაგრამ ამ თავის ქალაზე ნიკაპისკენ რომ ვიწროვდება არ გამიგია.ისე ეგ მგონი ადამიანის-არაა,სხვა მოაზროვნე ქმნილების თავის ქალაა,"რეპტილოიდებს" რომ ეძახიან.
2013, 28 აპრილი, 20:47
კარგია როგორც დანარჩენი სტატიები:)
2013, 28 აპრილი, 12:52
:D როცა არ დამეზარება დაწერა :D
2013, 28 აპრილი, 12:52
როდის იქნება გაგრძელება?
2013, 27 აპრილი, 19:46
კარგია
2013, 26 აპრილი, 20:52
:) ბევრი ისეთი მასალაა გამოქვეყნების უფლება რომ არ მაქვს. კონფიდენციალური როა თორე....
2013, 26 აპრილი, 20:48
ძალიან კარგი! ბევრს ახალს ვდა საინტერესოს ვიგებ. "სწავლა სიბერემდეო", ხომ გაგიათ? :)
2013, 26 აპრილი, 20:43
დაინტერესებული პირებისთვის გაგრძელება კვლავ იქნება
2013, 26 აპრილი, 20:42
როგორც ყოველთვის, ინფორმატიული და ძალიან საინტერესო სტატიაა!
0 1 9