x
image
tekoo
აზერბაიჯანი საბოლოოდ ამბობს უარს ევროკავშირზე
imageაზერბაიჯანმა ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა საბოლოოდ გაწყვიტა.


როგორც მოსცოწევერყდაყ.ცომ წერს, ქვეყნის ხელისუფლებამ ასევე გააუქმა ევროკავშირის დელეგაციასთან მომდევნო კვირისთვის ჩანიშნული მოლაპარაკებები.


ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ დასავლეთის სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში ჩარევის უსაფუძვლო მცდელობის მოთმენა უკვე აუტანელი გახდა.


მისი თქმით, აზერბაიჯანი მზადაა ადეკვატური პასუხი გასცეს დასავლეთის ნებისმიერ პროვოკაციას.



„ევროპის პარლამენტსა და აზერბაიჯანის პარლამენტს შორის თანამშრომლობა შეჩერებულია. ეს არის ჩვენს მიმართ გატარებული ბინძური პოლიტიკის პასუხი, აზერბაიჯანი ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებდა და გააგრძელებს რეაგირებას დასავლეთის ნებისმიერი პროვოკაციის მიმართ“, -განაცხადა ალიევმა.


მისივე თქმით, ევროპა აზერბაიჯანს ყოველთვის განიხილავდა თანამედროვეობის პროგრესად, მაგრამ ახლა სურათი შეიცვალა. როგორც ალიევი ამბობს, ევროპარლამენტში აგრესიული წრეები დომინირებენ, რომლებიც სხვა სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში უხეშად ჩარევას ცდილობენ.

0
357
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0