x
image
მანჩო 777
"რუსთავი-2" – ის ერთ-ერთი დამფუძნებლის სკანდალური განცხადება

image


“რუსთავი 2″-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას იხსენებს. დვალი “ნეტგაზეთთან” ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის წილების დათმობის ისტორიაზე და იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ (“რუსთავი 2″-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს .

დვალი იხსენებს, თუ როგორ შეხვდნენ ის და ჯარჯი აქიმაძე შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინსიტრს ზურაბ ადეიშვილს.


“გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს უნდოდათ დალაპარაკება. ეს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში წერია. ასე ვთქვათ, “მესინჯერი”. ისეთი ადამიანი იყო – ჩვენთვისაც მისაღები და ხელისუფლებისთვისაც. საბოლოო ჯამში, ეს შეხვედრა შედგა. დღე ძალიან კარგად მახსოვს – 29 მაისი, ჩემი დაბადების დღე.


ჩვენ იქ მივიღეთ წინადადება, რომ ტელევიზია უნდა დავთმოთ… ლაპარაკი არ ყოფილა იმაზე, რომ უნდა ვაჩუქოთ ან უნდა იყიდონ, სიმბოლურ ერთ დოლარს ახსენებდნენ. ჩვენ არ მოვუსმინეთ და იქვე დავასრულეთ ლაპარაკი. წინადადებების მთელი კომპლექტი დაახლოებით ასეთი იყო: მე და ჯარჯი უნდა წავსულიყავით, ეროსი გვჭირდება, ის დირექტორი იქნებაო… ანუ ჩვენ არ გჭირდებით-მეთქი ხომ, – ასეთი რაღაც ვუთხარით. ფაქტობრივად გვითხრეს – დიახ, ქვეყნის შენებას ასე სჭირდება და ა.შ. როგორც კიწმარიშვილმა მოგვიანებით მითხრა, სააკაშვილს უთქვამს ჩვენზე, ეგ ხალხი მომაშორეო. მე მაგათთან არაფერი გამომდის და თქვენით მიხედეთო.

როგორც ჩანს, ამის შემდეგ გამოჩნდა მეორე შუამავალი, რომელიც მოვიდა და ამ შეხვედრაზე ადეიშვილ-მერაბიშვილთან მიგვიყვანა. ჩვენი პასუხი იყო კარის გამოჯახუნება, უარსაც ვერ დავარქმევ ამას. ვუთხარით, კარგად ბრძანდებოდეთ და წამოვედით. ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო… როცა ნელ-ნელა შეამჩნევ, რომ მანქანა დაგყვება, ქუჩის სათავეში დგას და მეზობლები გეუბნებიან, რომ ესენი თქვენ გდარაჯობენ… ეს პირველი ღია ნაბიჯები იყო. მოსმენებზე აღარ ვლაპარაკობ… შემდეგ დემონსტრაციულ დევნაზეც გადმოვიდნენ, ესკორტის დონეზე ორ-ორი image
მანქანა დაგვყვებოდა”, – იხსენებს დვალი.

0
439
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0