ინდოეთში, ორ გოგონას, 15 და 23 წლის დებს გაუპატიურება და ქუჩებში შიშველი გავლა მიუსაჯეს. სასჯელი მათ ძმის დანაშაულის გამო „დაიმსახურეს“, რომელიც მაღალი კასტის წარმომადგენელ, გათხოვილ ქალთან ერთადაა გაქცეული. ვერდიქტი მამაკაცებისგან შემდგარმა სოფლის საბჭომ გამოიტანა.
დების ეგრეთ წოდებული „თვალი თვალის წილ“ მმართველობისგან დასაცავად, რომელიც დელიდან 30 მილში, უტარ პრადეშის შტატშია, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს პეტიციით მიმართეს.პეტიციას, რომელიც "Amnesty International"-მა მოამზადა, ხელი 87 ათასამდე ინტერნეტმომხმარებელმა მოაწერა.
კასტა (Dalit), რომელსაც დები წარმოადგენენ, ისტორიულად, „ხელშეუხებლადაა“ ცნობილი. ამის მიუხედავად, ძმას საზოგადოების უფრო მაღალი ფენის (Jat) წარმომადგენელი ქალი შეუყვარდა. ქალი თავისივე კასტის წარმომადგენელს, ამ წლის თებერვალში, იძულებით მიათხოვეს.