x
image
cxvedo
ბუნების რეკორდსმენები
image























* პლანეტის ყველაზე ღონიერი არსებაა პაწაწინა ხოჭო-მარტორქა, რომლის სიგრძეც 2.5-4სმ-მდეა. მას შეუძლია საკუტარ წონაზე 850-ჯერ მეტი ტვირთის ტარება. ადამიანს ასეთი ძალა რომ ჰქონდეს, დაახლოებით 65 ტონის აწევას შეძლებდა.

image


















* ყველაზე ამტანი წარმომადგენელი პატარა ჩიბუხაა. 2007 წელს ამ პატარა ჩიტმა ისტორიაში ყველაზე დიდხანს იფრინა - 9 დღის განმავლობაში ალასკიდან ახალ ზელანდიამდე შეუჩერებლად გადაიფრინა 11500 კმ. ფრინველის ამ დაუჯერებელი მოგზაურობის დასასრულს თავისი წონის ტითქმის ნახევარი დაკარგული ჰქონდა.


image

* აფრიკული ანტილოპა იმპალა, რომელსაც ყველაზე წვრილი ფეხები და ყველაზე ძლიერი ბარძაყები აქვს, ყველაზე შორს მხტომელი არსების ტიტულს ატარებს. თუ ამ ცხოველს შეაშინებთ, მას შეუძლია 3 მეტრის სიმაღლეზე ახტეს და 10 მეტრამდე მანძილი დაფაროს ერთი ასეთი ნახტომით.

image

* ყველაზე სწრაფ თევზად ითვლება აფროსანი. ის ხანმოკლე ინტერვალებით ელვასავით სწყდება ადგილს და 109 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

image

*ყველაზე სწრაფ ფრინველად ითვლება პერეგრინის შევარდენი. მტაცებელი სიმაღლიდან შურდულივით მიექანება დაახლოებიტ 322 კმ/სთ სიჩქარით, მსხვერპლს ჰაერშივე ბასრი ბრჭყალებიტ იჭერს და ნადავლით ეშვება დედამიწაზე.

image

* ხმელეთზე კი სისწრაფეში პირველობას გეპარდი არავის უთმობს. ის საათში 96 კმ/თშ-ს ავითარებს. თუმცა გეპარდს ამ სიჩქარით საშუალოდ 250 მეტრის გარბენა შეუძლია, რადგან ასეთი სიჩქარე უამრავ ენერგიას მოითხოვს.

2
379
11-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
379
  
2012, 30 მაისი, 0:42
გაიხარე :* მეგონა არავის აინტერესებდა თორე კიდევ ავტვირთავდი ასეთებს.
2012, 30 მაისი, 0:40
ყოჩაღ ავტორი, საინტერესო სტატიაა
0 1 2