ფეხბურთი შვაინშტაიგერი ნაცისტურ ჯარისკაცად აქციეს-გერმანელი ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს აპირებს 2015, 26 ოქტომბერი, 10:55 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ბასტიან შვაინშტაიგერი აპირებს უჩივლოს სასამართლოში კომპანიას, რომელომაც დაამზადა ჯარისკაცი მისი სახელით და გარეგნობით.
ფეხბურთელმა საკუთარ ადვოკატებს დაავალა იჩივლონ სასამართლოში იმ ჩინური სათამაშოების დამამზადებელი ფაბრიკის წინააღმდეგ, რომელმაც დაამზადა მისი სახელწოდების ჯარისკაცი მისივე გარეგნობით. ჩინურმა კომპანიამ დაამზადა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი სათამაშო ჯარისკაცები, რომელსაც ჰქვია "ბასტიანი" და გარეგნობითაც გერმანელ ფეხბურთელს ჰგავს. სხვადასხვა ვარიანტის სათამაშო ჯარისკაცი, რომელსაც ვერმახტის ფორმა აცვია, სახელად ჰქვია "ბასტიანი" და გარეგნულადაც ზედგამოჭრილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, 31 წლის ბასტიან შვაინშტაიგერია. ჩინურმა კომპანიამ თავი იმით იმართლა, რომ მსგავსება გერმანელ ვარსკვლავთან "აბსოლუტურად შემთხვევითა" და ამასთანავე "ეს ვერმახტის წევრი" ჯარისკაცი არ ომობდა, ის იყო ე.წ. "მეომართა მომსახურე პერსონა", -" ბიჭი სამზარეულოში". 256 5-ს მოსწონს 1-ს არა
|