x
image
პროფესორი
გაიცანით დიდი კავკასიელები(ნაწილი2)
1.ვაჟა-ფშაველა(ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი; დ. 14 ივლისი, 1861, ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი გ. — 27 ივლისი, 1915, თბილისი) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი.

image

2.ჯოხარ დუდაევი
იყო ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1991 წლის 27 ოქტომბრიდან სიკვდილამდე.1991 წლის 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ჩეჩენმა ხალხმა გამოხატა თავის ბუნებრივი და საყოველთაოდ აღიარებული ნება და დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩია ჯოჰარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და 1991 წლის 8 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბ. ელცინმა გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო.
1991 წლის 10 ნოემბერს მისმა აღმატებულებამ, პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნო ჩეჩენი ერის ნება-შეჰქმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.
1994 წლის დეკემბერში, რუსეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი ჯარისკაცი, 230 ტანკი, 450 ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი.
აქტიურად იბომბება დედაქალაქი-გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა. პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე.
1996 წელის 21 აპრილს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და ჰაერში აფრინდა ორი რუსული “შტუმავიკი” Су-25. სატელეფონო ზარის მიმართულებით გაისროლეს ზესიზუსტის მქონე ორი რაკეტა, რის შედეგადაც ჯოხარი სასიკვდილოდ დაიჭრა.
სამი სიტყვის თქმა მოასწრო თურმე: “მიიყვანეთ საქმე ბოლომდე!” ჯოჰარ დუდაევი ვერაგულად იქნა მოკლული სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ გროზნოს ეწოდა ჯოჰარ-ღალა.
როცა ჯოხარზე ვსაუბრობთ შეუძლებელია ქართველებს არ გაგვახსენდეს მისი უდიდესი მეგობრობა და ძმობა, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან აკავშირებდა. იგი დიდ პატივს ცემდა ჩვენს სამშობლოს. კანონიერი ხელისუფლების სამხედრო გზით გადაგდების შემდგომ პრეზიდენტი გამსახურდია სომხეთში გადაიხვეწა, შემდგომ კი სწორედ პრეზიდენტი დუდაევი გროზნოში მასპინძლობდა და ზვიადის ოჯახს არაფერს აკლებდა.
1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. 1994 წლის თებერვალში ზვიად გამსახურდია გადაასვენეს ჩეჩნეთში და იქვე დაიკრძალა.
ასევე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის თაობაზე, რომ დუდაევი კატეგორიული წინააღმდეგი იყო აფხაზეთის ომში მონაწილეობაზე:“ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! “– ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება.
ბასაევის აფხაზეთში ბრძოლამ უდიდესი ლახვარი ჩასცა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს.ამან რუსულ პროპაგანდას საფუძველი მისცა ეყვირა ისლამურ საფრთხეზე, რომელიც თურმე საქართველოს ემუქრება. სინამდვილეში ბასაევის აფხაზური ვოიაჟი რუსების მიერ იყო დაფინანსებული. მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი ბასაევი გახლდათ, რუსების მიერ იყო შექმნილი. ამ ორგანიზაციის უკან არამარტო ანტიქართული, არამედ ანტიჩეჩნური ძალებიც იდგნენ. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყველა ჩერქეზული ტომის გაერთიანება. ამ “გაერთიანებული სახელმწიფოს” დედაქალაქი კი სოხუმი უნდა ყოფილიყო. ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობას ეს ძალები გამორიცხავდნენ. ამიტომაც გასაგებია ჯოხარ დუდაევის გააფთრება, რაც ბასაევის აფხაზეთში წასვლას მოჰყვა.
ჯოხარი მთლიანი კავკასიის გამორჩეული გმირია.იმედია, კავკასიელები საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავაძევებთ ოკუპანტებს სრულიად კავკასიიდან.

image3.ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი) — მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი.


image

4.(დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი

image

5.გუძა კაზას ძე შელია

დღეს ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ "დათა თუთაშხია" ეს არის რეალური პიროვნება და ის ქართულ რეალობაში არსებობდა.ეს პერსონაჟი ჭაბუა ამირეჯიბის გამოგონილი ჰგონიათ, "დათა თუთაშხიას" ეგრეთ წოდებული ავტორის, თუმცა ესეც სადაო თემაა და ცალკე საკითხად უნდა განვიხილოთ, ამ სტატიაში კი მოკლედ გავიცნოთ თუ ვინ იყო გუძა შელია.აქვე მინდა აღინიშნოს, რომ თვითონ წიგნში ბევრი ეპიზოდია ამოღებული, რადგან იმ დროინდელ ხელისუფლებას ეს არ "აწყობდა".გუძა კაზას ძე შელია დაიბადა სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში, მეჯოგის ოჯახში.გვარი თუთაშხია(თუთაშხა მეგრულად ორშაბათ დღეს ნიშნავს-მთვარის დღეს)მეჯოგეების გვარია, მათ გამოყავდათ სხვადასხვა ჯიშის ძროხები და ამით ირჩენდნენ თავს ძირითადად, ასევე აბრაგობდნენ, აბრაგობა და გააბრაგება კი სამეგრელოში, როგორც საქართველოში, იმ ხნად ყველაზე გავრცელებული იყო, აბრაგები წითელ ხელისუფლებას ებრძოდნენ ძირითადად.გუძა შელიას აღნაგობა:საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შესახედავად-წარმოსადეგი, აქვს ლურჯი თვალები, კეხიანი ცხვირი, უყვარს შავი ფერის ჩოხები და ხშირად იცვლის ცხენებს.გრაფ სეგედის პირადად ქონდა შენახული მოგონებანი თუთაშხიაზე-როგორც ავტორი აღნიშნავს, თვითონ წიგნი კი იმ დროინდელ მოწმეთა გადმოცემაა, ავტორის გამოცდილებასთან შერწყმული.მას ყავდა და-ელე შელია, ვის გამოც შემდეგ დათა გააბრაგდა, დაობლებული და-ძმა მის მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად გაიზარდნენ ზარანდიების ოჯახში."მუშნი თავს ევლებოდა დათას და მის დას-ელეს პატარაობიდანვე და მიუხედავად მათი დაპირისპირებისა მათ შორის ძმური სისხლისმიერი სიყვარული და პიროვნების ურთიერთპატივისცემა არასდროს შენელებულა, ეს პარადოქსად ჟღერს"-აცადებს გრაფი სეგედი.თუთაშხიას ერთ-ერთი ვერსიით ნანო თავყელიშვილი უყვარდა, ეს სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ ნანოს ქმარი ყავდა და ღირსების შელახვას გაურბოდა.ამას მის მიმართ მიწერილი წერილებიც მოწმობს, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ მას რამოდენიმე ქალბატონთან ქონდა ფლირტი.აბრაგს შეგნებულად უყრიდნენ ჭორებს, რადგან ხალხში გამოეწვიათ მისდამი ზიზღი და იმ დონემდეც კი მივიდნენ, რომ საკუთარ შვილს შეეზიზღა მამა და საბოლოო გასროლაც მან მოახდინა(გუდუ პერტია), თუმცა რეალურად ეს ხელისუფლების ჩანერგილი სიძულვილი იყო რომელიც ამ ტყვიაში განხორციელდა, მაგრამ თუთაშხიას სიკვდილის ფაქტი ვერავინ დაადასტურა.თვით გუდუ პერტიამაც არ დაადასტურა მისი სიკვდილი, მან და მჭედელმა, რომელმაც თუთაშხია ბოლოს ნახა დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ აბრაგი თურქეთში გაემგზავრა.ამგვარად საქმე ვერ დაიხურა.ბიქტორ სამუშია, ანუ პირი, რომელმაც გუდუ პერტია თუთაშხიას მოსაკლავად მოამზადა, ღამის 2საათზე ვიღაცამ ენერგიულად დაუკაკუნა და ხმადაბლა მიუგო:თუთაშხია ვარ ძაღლიშვილო!ბიქტორ სამუშიას გული გაუსკდა და იქვე ჩაძაღლდა.მუშნის სიცოცხლეს კი აღარ ქონდა აზრი, დათას სიკვდილის შემდეგ და შემდეგში ის მელანქოლიის მძიმე ფორმებით გარდაიცვალამათ-დათას და მუშნის თავიანთი შესაძლებლობების საზომად ერთმანეთი ყავდათ მხოლოდ.ასევე აღსანიშნავია ერთი მომენტი, რომელიც დათას სიკვდილამდე მოხდა, მუშნიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე გრაფს ჰკითხა:ვინ იქნებოდა ქრისტე, რომ არ ყოფილიყო იუდა?!გრაფს ძალზედ ეუცნაურა აღნიშნული მომენტი, მას შემდეგ დაუგეს დათას ხაფანგი.

image

3
214
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
214
  
2015, 24 ოქტომბერი, 19:28
კი ვიცი პოსტ სკრიპტუმში იყო გადაცემა მაგაზე
2015, 24 ოქტომბერი, 19:20
გუძას შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს საჩინოში, საინტერესო სტატიაა
2015, 24 ოქტომბერი, 15:39
:)
0 1 3