x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ ჭამენ მადაგასკარზე კატებს

რატომ ჭამენ მადაგასკარზე კატებსკატები საუკუნეების მანძილზე შინაურ ცხოველებად და ოჯახის წევრებად ითვლებიან და ქვეყნების უმრავლესობაში, კვების წყაროდ არ მოიაზრებიან. ევროპის ქვეყნებში, კატების საკვებად მოხმარება, შორეულ წარსულში, შიმშილობის პერიოდებს უკავშირდება. იაპონიაში, კატის ხორცით მომზადებულ კერძზე, XIX საუკუნეში თქვეს უარი. პერუში კატის ხორცის ნახვა, მხოლოდ აფრო-პერუელის სამზარეულოში შეიძლება. ოკეანეთში კატებს აბორიგენები ჭამენ, ხოლო კამერუნში კატის შეჭმა, მომავალში, კეთილდღეობის რწმენას უკავშირდება და მას სპეციალური ცერემონიით მიირთმევენ.
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კატებს ჭამენ. ეს არის მადაგასკარი. კვლევის შედეგები ჟურნალ Anthrozoos-ში არის გამოქვეყნებული. მეცნიერებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 512 ადამიანი გამოკითხეს. კითხვები შეიცავდა კვების ყველა ასპექტს: დაწყებული ნადირობიდან - რელიგიური ჩვევებით დამთავრებული. აქცენტი არ იყო გაკეთებული კატებზე. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების 34%-ს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდა ნაჭამი კატის ხორცი, ამასთან, მათგან ნახევარზე მეტს (54%) — ბოლო ათი წლის მანძილზე.

კატის შეჭმის მიზეზმაც გააკვირვა მეცნიერები: პრაქტიკულად არავის უთქვამს, რომ კატა შიმშილის ან რამე რიტუალის გამო შეჭამა ან იმიტომ, რომ მისი ხორცი გემრიელია. საკვებად მადაგასკარზე იყენებენ კატებს, რომლებიც მანქანის დაჯახების დროს მოკვდნენ ან დაბერდნენ, ავად გახდნენ. კატებს საკვებად, ძირითადად, სოფლებში და პატარა ქალაქებში იყენებენ.

ხორცის და სხვა პროდუქტების დეფიციტი კუნძულზე არ არის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მადაგასკარელები კატებს კვების ალტერნატიულ და იაფიან წყაროდ მიიჩნევენ. მეცნიერები კვლევას აგრძელებენ, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართეს თხოვნით, რომ ეს სიტუაცია უყურადღებოდ არ დატოვონ. რადგან ადამიანები რომლებიც კატის ხორცს ჭამენ, შეიძლება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, მათ შორის, ტიფით და ლაიმას დაავადებით დაავადდნენ.

1
294
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
294
  
2015, 24 ოქტომბერი, 23:07
ბრრრრრრრრ! რა საშინელებაა :( "საკვებად მადაგასკარზე იყენებენ კატებს, რომლებიც ავად გახდნენ" ან თავი არ ენანებათ, ან კატა... უჟასს!
0 1 1