x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე სექსუალური მაფიოზი ქალი
ქალი, ყველამ კარგად ვიცით, რომ მდედრი სქესის წარმომადგენლებსა და კერძოდ 30 წელს გადაცილებულ მანდილოსანზე ითქმის. ზოგადი წარმოდგენით კი ქალი თვით სიწმინდეა და პატიოსნება, შეუბღალავი სიწმინდე. ქალი ამ ქვეყნად გმირია, ყველაზე დაუცველი, ყველაზე უმწეო გმირი. ქალი ერთდროულად არის თასი და ხმალი, სიძულვილი და სიყვარული, მტერი და მოყვარე. ქალი მამაკაცების დამსახურებული პატივია. ქალური ჭეშმარიტება ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სიმართლეა. ქალი თავდავიწყებული ბოდვაა, გაშიშვლებული სიმართლეა. ქალი კაცური ფანტაზიაა, ყველაზე სრულყოფილი, მწველი და აუტანელი ფანტაზია. ქალი მონაა და ქალი ბატონია... და კიდევ რამდენი რამ შეიძლება ითქვას ამ სუსტ სქესზე, რადგან იგი ყველაზე დიდი მოვალეობაა ამ წუთისოფელში, თუმცა სტატია, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ქალის იდეალებისგან 120 გრადუსით განსხვავდება. უწინ თუ ქალი თაყვანის და პატივისცემის ეტალონს წარმოადგენდა, დღეს მისი როლი, თანამედროვე ცხოვრებაში მკვეთრად განსხვავდება წარსულის პრიალა იდეალებისგან. ამიტომ ისღა დაგვრჩენია ვაღიაროთ გამოთქმა, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი.


წარმოგიდგენთ მექსიკელ Claudia Felix Ochoa-ს, რომელიც სამი შვილის დედაა, ამავდროულად კი ნარკოკარტელის ხელმძღვანელია სილანოას შტატში. ცხოვრობს მდიდრული და თავისუფალი ცხოვრების წესით, რისი დასტურიც მის მიერ სოც-ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებია, სადაც ასახულია მისი დამოკიდებულება AK-47-თან და სიყვარული მჭიდრო კაბების მიმართ. მას მექსიკელ კარდაშიანსაც უწოდებენ.


მისმა ამგვარმა ცხოვრების სტილმა, საზოგადოების უმეტესი ნაწილის რისხვა გამოიწვია. ნაწილიც კი ამტკიცებს, რომ ის უკვე გისოსებს მიღმაა.


გთავაზობთ Claudia Felix Ochoa-ს ფოტოებს:



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

6
168
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
168
  
2015, 23 ოქტომბერი, 20:27
სიამოვნებით ვნახავდი.
2015, 23 ოქტომბერი, 20:25
რუსულ არხზე გადიოდა და ამ ქალის ბიოგრაფიაზე დაყრდნობითაა გადაღებული. გავიხსენებ და მოგწერ დასახელებას.
2015, 23 ოქტომბერი, 20:18
ფილმი არ მაქვს ნანახი
2015, 23 ოქტომბერი, 20:05
ფილმიცაა გადაღებული ამაზე
2015, 23 ოქტომბერი, 19:40
კლანში ამიყვანე რა))))
2015, 23 ოქტომბერი, 18:48
მაგარია
0 1 6