მასალა ცომისთვის:
კარაქი - 175 რგ.
შაქრის პუდრი - 50 გრ.
ფქვილი - 250 გრ.
მასალა ტოპინგისთვის:
შესქელებული რძე - 500 გრ.
ყავისფერი შაქარი - 100 გრ.
კარაქი - 100 გრ.
შოკოლადი (70% კაკაო) - 200 გრ.
მომზადება:
1. ფქვილი, შაქრის პუდრი და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი შეურიეთ.
2. მოზილეთ ცომი და გუნდა გააკეთეთ.
3. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.
4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
![ნამცხვარი “მილიონერი" ნამცხვარი “მილიონერი"](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102314594773439.jpg)
5. კარამელის ტოპინგის მოსამზადებლად, მისთვის განკუთვნილი მასალა (შოკოლადის გარდა) მოათავსეთ ქვაბში > დადგით ცეცხლზე იმდენ ხანს, ვიდრე ერთფეროვან, მინანქრისებურ მასას არ მიიღებთ. თან სულ ურიეთ.
6. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ გაციებულ ნამცხვარზე და დაფარეთ მისი ზედაპირი.
7. შოკოლადი დაამტვრიეთ და მოათავსეთ თასში > თასი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს > როდესაც შოკოლადი გადნება, სილიკონის ფუნჯით, გადაუსვით კარამელს.
8. სუფრაზე მიტანის წინ, დაჭერით კვადრატებად.
![ნამცხვარი “მილიონერი" ნამცხვარი “მილიონერი"](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102315012973439.jpg)