x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
დიეტოლოგის 24 რჩევა თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის
image


1. სავარაუდოდ, უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ დღეში 2 ლ. წყალი, ის აუცილებელი მინიმუმია, რაც ზრდასრულმა ადამიანმა უნდას მიიღოს ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.


2. რაციონში ალკოჰოლი დასაშვებია, თუმცა მხოლოდ ერთი ჭიქა მშრალი წითელი ღვინო.


image


3. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია, გამოღვიძების შემდეგ 1 ჭიქა წყლის დალევა. დილის პროცედურების ჩატარების შემდეგ, 30 წუთის მოგვიანებით შეგიძლიათ მიირთვათ საუზმე.


4. წესად აქციეთ – ჭამამდე წყლის დალევა ნახევარი საათით ადრე. საჭმელს წყალი არ დააყოლოთ. მხოლოდ საკვების მიღებიდან 40 წუთის შემდეგ მიირთვით.


image


5. თქვენი დღიური რაციონი დაგეგმეთ ისე, რომ დღეში 4-5 –ჯერ მიირთვათ (ამით ორგანიზმი არ გადაერთვება ეკონომიის რეჟიმზე და არ დაიწყებს ცხიმების დაგროვებას).


6. საკვების ბოლო მიღება დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მოხდეს. წყლის დალევა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.


7. მიირთვით ჩაი ან ყავა შაქრის და ასევე სხვა დანამატების გარეშე.



image

8. კარტოფილი კვირაში მხოლოდ 2-ჯერ მიიღეთ და ისიც მხოლოდ მოხარშული და ღუმელში გამომცხვარი.


9. ყურძენი და ბანანი კალორიული პროდუქტებია, ამიტომ თავი შეიკავეთ მათი მიღებისგან, მანამდე მაინც, სანამ წონაში არ დაიკლებთ.

რეკომენდაციები ისეთივეა, როგორც კარტოფილთან დაკავშირებით – კვირაში 2-ჯერ.


10. განტვირთვის დღე, ისე რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ, ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.


11. გულ-სისხლძარღვთა სისტემა მაქსიმალურად აქტიურია საღამოს 6 საათისთვის, შესაბამისად, ეს ყველაზე მისაღები დროა ვარჯიშისთვის.

image


12. ყოველთვის გახსოვდეს სპორტის შესახებ. მსუბუქი ვარჯიში დილით და საღამოს –ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. შეგიძლიათ ირბინოთ ან თქვენთვის შესაფერისი ვარჯიშების ვიდეო კურსი მონახოთ.


13. სპორტისთვის იდეალური დრო საღამოს 5-დან 8 საათია (პუნქტი 11).


14. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. არასოდეს გამოტოვოთ ის.


15. სადილად მიირთვით: სუფები, ბულიონები, სალათები, მოხარშული უცხიმო ხორცი, ბოსტნეული, ხილი.


16. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მიიღოთ: იოგურტი, სალათები, კეფირი, მოხარშული უცხიმო ხორცი, ბოსტნეული.


17. ვახშმად მიირთვით: მსუბუქი სალათი, ხაჭო, იოგურტი ან ცოტაოდენი მოთუშული ბოსტნეული.


18. ხილი უმჯობესია მიიღოთ დღის პირველ ნახევარში.


image


19. შემწვარი კერძების შესახებ დაივიწყეთ, რაცეპტები კი გადაყარეთ.


20. სალათებს შეგიძლიათ დაუმატოთ დაბალკალორიული არაჟანი ან ნატურალური იოგურტი. მაიონეზზე არც კი იფიქროთ.


21. არ მიირთვათ პოლუფაბრიკატები; სწრაფი კვების პროდუქტები, მზესუმზირა, მარილიანი მიწისთხილი, ჩიფსები და მსგავსი ტიპის საკვები. თუ წონის დაკლება გსურთ, არ დალიოთ ტკბილი წყალი. ტკბილეულიდან დასაშვებია შავი მწარე შოკოლადის პატარა ნატეხი, ისიც დღის პირველ ნახევარში.

image

22. ცხიმიან საკვებთან დაკავშირებით ზომიერება დაიცავით, თუ მთლიანად გამორიცხავთ რაციონიდან, შესაძლოა ნერვიული გახდეთ და დეპრესიაშიც კი ჩავარდეთ.


23. მიირთვი პატარა პორციებით. საკვების ნორმა ერთ ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 200 გრ., დღეში 4-5-ჯერ.


24. აიღეთ პატარა თეფში და საკვები მიირთვით ჩაის კოვზით. პირველი 7 დღე ნამდვილად გაგიჭირდებათ, მაგრამ შემდეგ კუჭი დაპატარავდება და უფრო ნაკლებს შეჭამთ.


8
439
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
439
  
2015, 23 ოქტომბერი, 21:47
ამაში მთელი 100%–ით გეთანხმებით.
2015, 23 ოქტომბერი, 21:43
მადლობა :)მართალი ხარ, მაგრამ თუ არ გაქვს, რა უნდა ქნა??? – უნდა გაიუმჯობესო, ეს სრულიად შესაძლებელია და თან მეცნიერულადაც დამტკიცებულია
2015, 23 ოქტომბერი, 21:35
საინტერესო სტატიაა, ისე კი მთავარი მაინც გენეტიკაა.
2015, 23 ოქტომბერი, 19:05
მადლობა ♥ნინი♥ გაიხარე, ჩემო კარგო :)
2015, 23 ოქტომბერი, 12:29
მაგარიაა
2015, 23 ოქტომბერი, 0:29
მადლობა:))
2015, 23 ოქტომბერი, 0:23
მადლობა :)) როგორ არ არსებობს– ეს რჩევები, მხოლოდ წონაში დაკლებას კი არ უწყობს ხელს, ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. უნდა იკვებოთ დღეში მინიმუმ 4-ჯერ, სასურველია ერთი და იმა დროს, ჭამასა და ჭამას შორის წყლის გარდა არაფერი მიიღოთ, გარდა ფიზიკურისა, კარგია სუნთქვითი ვარჯიშები – ცხვირით შეისუნთქეთ-მუცელი გამობერეთ, შემდეგ პირით ამოისუნთქეთ, 60-ჯერ, კიდევ ერთი – მუხლებზე დადექით და თავით იატაკს შეეხეთ და ამოისუნთქეთ, 25-ჯერ . რა თქმა უნდა საკვების მიღებამდე, დღეში 3-ჯერ– ტიბეტელი ბერების მკურნალობის მეთოდი , ეფექტურია!!!,
2015, 22 ოქტომბერი, 23:55
კარგი სტატიაა:)წონის მომატებისთვის რამე არსებობს?
0 1 8