სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას რომ საქართველო თურქეთმა ორ კატეგორიაში დაამარცხა. 2 დღის წინ გაიმართა საფეხბურთო ამხანაგური მატჩი თურქეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის. თემურ ქეცბაიას ფეხბურთელებმა თავიდან თამაში ცუდად დაიწყეს და მალევე გავუშვით პირველი გოლი, ცენტრალური მცველის
პოზიციური შეცდომა კარგად გამოიყენა მადრიდის რეალის ფეხბურთელმა ალტინტოპმა, რომელმაც თავით გაიტანა. ვერც ამის შემდეგ ვერ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა თამაშის დალაგება და ტაიმის ბოლოსკენ მადრიდის რეალის მეორე თურქმა ფეხბურთელმა ნურა შაჰინმა ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის
შესვენებაზე თემურ ქეცბაიამ შეცვალა თამაშის ტაქტიკა და თავდასხმაში ლევან მჭედლიძე შემოიყვანა. კარგად დავიწყეთ მეორე ტაიმი, ლევან მჭედლიძემ მალევე დაიწყო თურქეთის კართან თავდასხმები, მაგრამ თურქთა გოლკიპერი ბურთს თავის ბადეში არ ატარებდა. ცოტახანში კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა მჭედლიძეს, მაგრამ მისი დარტყმული მეკარეს თავში მოხვდა და შესაცვლელი შეიქმნა. მეორე ტაიმში მართლაც, რომ საქართველო უკეთესად ათამაშდა და ამან შედეგიც გამოიღო ერთ-ერთ კონტრშეტევაზე მარჯვენა ფლანგზე საჯარიმოში ბურთი მიიღო დავით თარგამაძემ და ძლიერი დარტყმით ანგარიშიც შეამცირა. ამის შემდეგ კიდევ იბრძოდნენ ჩვენები, მაგრამ სამწუხაროდ ხელით თამაშისთვის პენალტი დაინიშნა ჩვენს კარში, რომელიც ზუსტად შეასრულეს. 3-1 ამ ანგარიშით დათმო საქართველომ თამაში. ამ თამაშის პარალელულად ბაქოში ევროვიზიის ნახევარფინალი იმართებოდა, რომელზეც ანრი ჯოხაძე გამოდიოდა და სამწუხაროდ
ვერ გადავიდა ფინალში. ბოლო ფინალისტის ვინაობის იმედი საქართველოსაც ჰქონდა და თურქეთსაც, მაგრამ სამწუხაროდ აქაც დაგვამარცხეს თურქებმა.