რელიგია ეგვიპტის ერთადერთი ფარაონი, რომელსაც სჯეროდა ღმერთის! 2015, 21 ოქტომბერი, 14:48 ისტორიიდან გამომდინარე ძველ ეგვიპტეში არავის სჯეროდა ღმერთის. ისინი
იყვნენ კერპტაყვანისმცემლები და ჰყავდათ რამოდენიმე ღმერთი. ძველ ეგვიპტეში
ერთ-ერთ ფარაონს რომელსაც სინამდვილეში ამენჰოტეპი ერქვა(შემდეგში აკჰენატონი)
სჯეროდა ერთადერთი ღმერთის არსებობის. ეს იყო ძველ ეგვიპტეში უდიდესი
ცვლილების დასაწყისი. როდესაც აკჰენატონი ფარაონის ტახტზე ავიდა, ის მაშინაც კი საიდუმლოდ ინახავდა იმ ფაქტს, რომ მას სჯეროდა ერთადერთი ღმერთის. ფარაონმა თავისავე მართველობის პერიოდში ყველა კერპი გაანადგურა. წარმატებულმა ფარაონმა გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის დაეჯერებინა ერთღმერთიანობა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მეფეები ღმერთები არასოდეს არ ყოფილან. ნახეთ ფარაონის შოკისმომგვრელი სიტყვები, რომლითაც ამტკიცებდა ღმერთის ერთობას და ძალას: "დედის მუცელში ჩვილს სიცოცხლეს შენ აძლევ, შენ ხარ ის ვისაც შეუძლია ჩვილს არსებობა შეუნარჩუნო დაბადებამდე უჰაერო გარემოში, შენ ანვითარებ მას და შენ აძლევ იმ ძალას რომელიც საჭიროა საარსებოდ... ბარტყი, რომელიც კვერცხში უჰაეროდ ცხოვრობს, შენ აძლევ მას გამძლეობას, შენი ნებით ტყდება ის კვერცხი და იბადება კიდევ ერთი სულიერი არსება... შენ ხარ დიდებული, შენ ხარ უძლეველი, შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი, დიდება ღმერთს!" ფარაონს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგები ჰყავდა, ამიტომ მან გადაწყვიტა თავის მომხრეებთან ერთად დედაქალაქ ტებიდან ამარნაში გადასვლა, სადაც ააშენა საკუთარი ქალაქი აკჰენატონის სახელწოდებით... ფარაონი აკჰენატონი ერთადერთ ღმერთს ატონს უწოდებდა, ანუ მისი რწმენა იყო მიმართული ერთღმერთიანობისკენ, მისი აზრით ღმერთი იყო უჩინარი უძლეველი, სამყაროს შემქნელი და მმართველი. ატონის სახელზე მან ახლად აშენებულ ქალაქ აკჰენატონში რამოდენიმე ტაძარი ააშენა. ნახეთ ფარაონის სიმბოლური სიტყვები, რომლებსაც თითქმის ყოველდღე თავის მომხრეებს ახსენებდა: "ღმერთი არის ერთადერთი, უძლიერესი და უნიკალური. მან შექმნა ჩვენი პლანეტა, ის არსებობდა მაშინ, როდესაც არაფერი არ არსებობდა" სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 990 13-ს მოსწონს
|